აბდალ-ი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:დაღესტნური მითები]]
 
[[კატეგორია:დაღესტნური მითები]]
 +
[[კატეგორია:ღმერთები დაღესტნურ მითოლოგიაში]]

12:08, 23 ივნისი 2017-ის ვერსია

აბდალ-ი, ავდალ-ი (წახ., დარგ. Абдал, ლაკ. Авдал ) – ნადირისა და სამონადირეო საქმის მფარველი, ტყეების, მინდვრებისა და მთების „პატრონი“ დაღესტნურ (წახურული, დარგუული და ლაკური) მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავთ თეთრწვერულვაშიანი მოხუცისა ან თეთრთმიანი ქალის, ან კიდევ თეთრი ცხოველის სახით; ზრუნავს გარეულ ცხოველებზე, მწყემსავს და წველის მათ; განსაზღვრავს მონადირისათვის განკუთვნილი ნადირის რაოდენობას, დამრღვევს სასტიკად სჯის; წარმატებული ნადირობის შემდეგ, მონადირეები მოკლული ნადირის გულ-ღვიძლს სწირავენ. გავრცელებული იყო რწმენა, რომ აბდალი, ავდალი ფეხმძიმე ქალს ართმევდა ჯერაც არშობილ ნაყოფს, რომელსაც ნადირთმწყემსად ზრდიდა.




ლიტერატურა

Дирр А. М. Божество охоты и охотничий язык у кавказцев // СМОМПК, т. 44. Тф., 1915; Халилов Х. М. Абдал // Мифы народов мира. Т. I. М., 1980; misive, Отражение языческих представлений в обрядах и фольклоре лакцев // Мифология народов Дагестана. Махачкала, 1984; Халидова М. Р. Образ покровителя охоты, зверей в преданиях и легендах народов Дагестана // Дагестанская народная проза. Махачкала, 1982; Абдинова А. Г. О пережитках домонотеистических веровании в дородовом и родовом циклах обрядности народов Дагестана в XIX – начале XX в. // Известия Российского государственного педагогического университета им. А. И. Герцена. Вып. № 70/2008.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები