ავორიაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: კურორტი ავორიაზი '''ავორიაზი''' – (ინგლ. Avoriaz, რ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
დარღვევები
 
დარღვევები
  
ტურისტული ობიექტები: ავორიაზში (აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.).
+
===== ტურისტული ობიექტები: =====
 
+
აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.
  
 
== წყარო==
 
== წყარო==
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია: კურორტები]]
 
[[კატეგორია: კურორტები]]
[[კატეგორია:კურორტები ესპანეთში]]
+
[[კატეგორია:კურორტები საფრანგეთში]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:სამთო-სათხილამურო კურორტები]]
 
[[კატეგორია:სამთო-სათხილამურო კურორტები]]

მიმდინარე ცვლილება 01:33, 2 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი ავორიაზი

ავორიაზი – (ინგლ. Avoriaz, რუს. Авориаз), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 53 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ლოზანადან 36 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. შედგება რამდენიმე სოფლისგან: დე ლა ფალეზი, დე რუში, დე დრომონი, დე ოტ ფორტი და სხვ. მდებარეობს პორტ დიუ სოლეილის (Portesdu Soleil) სამთო-სათხილამურო რეგიონში, შაბლეს გეოგრაფიულ ოლქში, ზღვის დონიდან 1800 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზემო სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,8°ჩ. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 71,25%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 644 მმ-ს. წელიწადში 124 დღე ნალექიანია. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა (187 მმ) და შემოდგომაზე (176 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (132 მმ). ნალექების მაქსიმუმი მოდის დეკემბერზე (58 მმ), ხოლო მინიმუმი – აპრილზე (40 მმ)

ავორიაზისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ფიჭვი და ნაძვი. ავორიაზის მიდამოებში აქა-იქ გვხვდება გაველიანებული მდელოები, რომელიც ლანდშაფტს ტყე-ველის იერს აძლევს.

ავორიაზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ავორიაზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია

ჩვენებები ავორიაზში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა, სკაი-სკორინგი (სეირნობა თხილამურებზე ცხენებთან) და სხვ.; რაქიტი; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები