გარეული იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გარეული იხვი''' (''ლათ''. Anas platyrhynchos Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|ი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Gareuli ixvi.PNG|thumb|გარეული იხვი]]
 
'''გარეული იხვი''' (''ლათ''. Anas platyrhynchos Linnaeus, 1758) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. დიდი ზომის იხვია, ფრთა 235-295 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 48-58 მმ, წონა მერყეობს წლის სეზონების მიხედვით: ოქტომბერ-ნოემბერში აღწევს 1700 გ, ზამთარში ეცემა 1400 გ-მდე, ხოლო ბუდობის პერიოდში − 1000 გ-მდე. მამალი ყოველთვის დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს თავი და კისერი ელვარე მუქი მწვანე აქვს. კისერზე თეთრი საყელურია, რომელიც უკან შეერთებული არაა, ე. ი. წყვეტილია. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მუქი ყავისფერია. დანარჩენი მუცლის მხარე მორუხო-თეთრი, მოჟანგისფრო წვრილი წინწკლებიანი განივი ზოლებით. ზურგის წინა ნაწილი, ბეჭები და კისრის უკანა მხარე მორუხო-წაბლისფერია, ზურგის უკანა ნაწილი მურა-შავი, რომელიც მოლურჯო-შავი ფერის კუდზედა ბუმბულებში გადადის. კუდქვეშა ბუმბულები ხავერდოვანი შავია. საჭის შუა ორი წყვილი ნახევარრკალურადაა აპრეხილი. საჭის დანარჩენი ბუმბულები ღია რუხია, ფართო თეთრი არშიებით. ფრთაზე არის იისფერი „სარკე“, რომელიც წინიდან და უკანიდან შემოვლებულია შიგნითა შავი და გარეთა თეთრი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-წენგოსფერია, ფეხები მარჯნისფერ-წითელი ან ხორცისფერი. დედალი უფრო მკრთალი შეფერილობისაა.  
 
მიმდინარე ცვლილება 20:52, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

გარეული იხვი

გარეული იხვი (ლათ. Anas platyrhynchos Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის იხვია, ფრთა 235-295 მმ-ია, ნისკარტი − 48-58 მმ, წონა მერყეობს წლის სეზონების მიხედვით: ოქტომბერ-ნოემბერში აღწევს 1700 გ, ზამთარში ეცემა 1400 გ-მდე, ხოლო ბუდობის პერიოდში − 1000 გ-მდე. მამალი ყოველთვის დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს თავი და კისერი ელვარე მუქი მწვანე აქვს. კისერზე თეთრი საყელურია, რომელიც უკან შეერთებული არაა, ე. ი. წყვეტილია. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მუქი ყავისფერია. დანარჩენი მუცლის მხარე მორუხო-თეთრი, მოჟანგისფრო წვრილი წინწკლებიანი განივი ზოლებით. ზურგის წინა ნაწილი, ბეჭები და კისრის უკანა მხარე მორუხო-წაბლისფერია, ზურგის უკანა ნაწილი მურა-შავი, რომელიც მოლურჯო-შავი ფერის კუდზედა ბუმბულებში გადადის. კუდქვეშა ბუმბულები ხავერდოვანი შავია. საჭის შუა ორი წყვილი ნახევარრკალურადაა აპრეხილი. საჭის დანარჩენი ბუმბულები ღია რუხია, ფართო თეთრი არშიებით. ფრთაზე არის იისფერი „სარკე“, რომელიც წინიდან და უკანიდან შემოვლებულია შიგნითა შავი და გარეთა თეთრი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-წენგოსფერია, ფეხები მარჯნისფერ-წითელი ან ხორცისფერი. დედალი უფრო მკრთალი შეფერილობისაა.

ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი გარეული იხვი – A. p. platyrhynchos Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს ევროპის, აზიის, ჩრდილო ამერიკისა და ნაწილობრივ აფრიკის კონტინენტებს. ტუნდრის ზონაში შედის მხოლოდ გრენლანდიაზე. დანარჩენ ადგილებში მოიპოვება ტყე-ტუნდრის, ტაიგისა და ველის ზონებში. ზამთრობს ბალტიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე, აგრეთვე ირანში, ერაყში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში; ჩრდილო ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე – სამხრეთით მექსიკის ყურემდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, მაგრამ უფრო მრავლად არის ზამთარში, ალბათ ჩრდილოეთიდან მოფრენილნი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ნაირგვარი ტიპის წყალსატევები, ბუდობის დროს – უპირატესად კონტინენტური მტკნარწყლიანი ტბები და მდინარეები, ხოლო ზამთარში ხშირად გვხვდება ზღვების წყნარ ყურეებშიც. სუფთა ტუნდრის ზონაში არ შედის (გრენლანდიის გარდა). თავს არიდებს მთების ალპურ ზონასაც.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. გამრავლებას იწყებს ერთი წლის ასაკში. ბუდეს აწყობს მიწაზე, ნაირგვარ პირობებში, ხეების, ბუჩქებისა და სხვა მცენარეულობის საფარის ქვეშ, მაგრამ უსათუოდ წყლის მახლობლად. აპრილის პირველ ნახევარში დებს 8-11 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 26 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

პოლიფაგი ფრინველია, ჭამს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ საკვებს. მცენარეულიდან იყენებს მწვანე ნაწილებს, ნაყოფებსა და თესლებს. ცხოველებიდან უმთავრესია კიბოსნაირები, წყლისა და ხმელეთის მწერები, მოლუსკები და სხვა უხერხემლოები. თუ მოიხელთა, ჭამს წვრილ თევზებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იხვია. იგი შინაური იხვის წინაპარია. აქვს სპორტული ნადირობის, ზოგან კი სარეწაო მნიშვნელობა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები