აგური
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ოსური მითები]] | [[კატეგორია:ოსური მითები]] | ||
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | [[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოსური ხალხი]] | ||
14:13, 23 ივნისი 2017-ის ვერსია
აგურ-ი (ოს. Агур) – ნართული ეპოსში ნახსენები ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი მოძალადეები, რომლებსაც უთვალავი ლაშქარი ჰყავთ და რჩეული ნართების არყოფნის ჟამს თავს ესხმიან მათ სოფელს. აგურებს ნართი აისანა (სხვა ვარიანტით, ურუზმაგის ვაჟი – ქრიმ-სულთანი) ამარცხებს.
აგურებისა და ნართების ომი ჟ. დჲუმეზილის აზრით, შესაძლოა შეიცავს მოგონებას რომელიღაც ისტორიულ ომზე ალანებსა და გამქრალ ხალხს – ოგურებს შორის (მეცნიერი იმოწმებს პტოლემაიოსის ცნობას კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები აგორების შემოსევის შესახებ). ვ. აბაევი უფრო აკონკრეტებს: „აგური“ უკავშირდება თურქულ ეთნიკურ ტერმინს oguz / ogur; შესაძლებელია ეპოსმა შემოინახა ოგურ-ბულგართა ჩრდილოეთ კავკასიაზე თავდასხმის ფაქტი.
ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005;
- Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017