წითელნისკარტა ყურყუმელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წითელნისკარტა ყურყუმელა''' (ლათ. Netta rufina Pallas, 1773) − ფრინველი [[იხვის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:WitelniakRT yuryumala 1.PNG|thumb|წითელნისკარტა ყურყუმელა]]
 
'''წითელნისკარტა ყურყუმელა''' (ლათ. Netta rufina Pallas, 1773) − ფრინველი [[იხვისებრნი|იხვისებრთა]] ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 240-280 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 45-55 მმ, წონა – 800-1400 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. მამალი თავსა და კისრის წინა ნაწილში წაბლისფერია, ლოყებზე ღვინისფერი ელფერით, ხოლო კეფაზე მკრთალი ჟანგმიწისფერი. კისერი, ზურგი და კუდზედა ბუმბულები შავია. საჭის ბუმბულები რუხია, თეთრი ბოლოებით. ჩიჩახვი და მთელი ქვემო მხარე შავია, სხეულის გვერდები თეთრი. ფრთის მფარავები წენგოსფერია. დიდი მომქნევების გარეთა მარაოები მოწაბლისფროა, ხოლო შიგნითა მარაოები − მოთეთრო. „სარკე“ ფრთაზე თეთრია. ნისკარტი და ფეხები წითელი. დედალი დორსალურ მხარეს მურაა, მხრის ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ, კუდი ზედა მფარავები მორუხოა. თავისა და კისრის გვერდები ღია რუხია, სხეულის ქვემო მხარე მოთეთრო. „სარკე“ ფრთაზე ნაცრისფერია.
 
მიმდინარე ცვლილება 01:25, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით

წითელნისკარტა ყურყუმელა

წითელნისკარტა ყურყუმელა (ლათ. Netta rufina Pallas, 1773) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 240-280 მმ-ია, ნისკარტი – 45-55 მმ, წონა – 800-1400 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. მამალი თავსა და კისრის წინა ნაწილში წაბლისფერია, ლოყებზე ღვინისფერი ელფერით, ხოლო კეფაზე მკრთალი ჟანგმიწისფერი. კისერი, ზურგი და კუდზედა ბუმბულები შავია. საჭის ბუმბულები რუხია, თეთრი ბოლოებით. ჩიჩახვი და მთელი ქვემო მხარე შავია, სხეულის გვერდები თეთრი. ფრთის მფარავები წენგოსფერია. დიდი მომქნევების გარეთა მარაოები მოწაბლისფროა, ხოლო შიგნითა მარაოები − მოთეთრო. „სარკე“ ფრთაზე თეთრია. ნისკარტი და ფეხები წითელი. დედალი დორსალურ მხარეს მურაა, მხრის ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ, კუდი ზედა მფარავები მორუხოა. თავისა და კისრის გვერდები ღია რუხია, სხეულის ქვემო მხარე მოთეთრო. „სარკე“ ფრთაზე ნაცრისფერია.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი ევროპასა და აზიაში სპორადულად მოიცავს დასავლეთით პირენეის ნახევარკუნძულიდან, აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიამდე; ჩრდილოეთით – ბელგიას, ჰოლანდიას, დანიას, ვოლგასა და ურალს შორის 49-ე პარალელამდე, მდ. ილეკის ქვემო დინებამდე, დასავლეთი ციმბირის ცენტრალურ ნაწილს 55-ე პარალელამდე. სამხრეთით − შავი ზღვის ნაპირებს, ჩრდილოეთ ირანს და ავღანეთს. ბუდობს აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კონტინენტური აზიის სამხრეთში, ხოლო სსრ კავშირში – კასპიის ზღვაზე, ამიერკავკასიის ტბებსა და ყირიმში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთში, როგორც მოზამთრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ირჩევს ლელქაშიან, ღრმა და სუფთაწყლიან ტბებს, ხოლო ზამთარში მოიპოვება როგორც ტბებზე, ისე ზღვების ყურეებში, რომლებიც მდიდარია წყალქვეშა მცენარეულობით.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ნაირგვარ გარემოში, მაგრამ მეტწილად – ხშირი ლელქაშით დაფარული ტბების ნაპირებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 6-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითადია წყლის მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები, იშვიათად ჭამს ცხოველურ საკვებსაც. საკვებს მოიპოვებს უპირატესად თავთხელ წყალში, სადაც ზოგჯერ საჭიროა ჩაყურყუმალება (და არა ჩაყვინთვა).

[რედაქტირება] მნიშვნელობა

წითელნისკარტა ყურყუმელას ცოტას მოიპოვებენ, რადგან მისი ხორცი დაბალი ღირსებისაა, თუმცა რიცხობრიობა ზოგ ადგილას მაღალია.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები