ანანიაშვილი ნინო
(ახალი გვერდი: ნინო ანანიაშვილი '''ნინო ანანიაშვილი''' ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანანიაშვილი ნინო“ გადაიტანა გვერდზე „ნინო ანანიაშვილი“) |
13:41, 15 აპრილი 2025-ის ვერსია
ნინო ანანიაშვილი − (28.VIII. 1963, თბილისი], ქართველი ბალერინა. საქართველოს (1983) და რუსეთის ფედერაციის (1995) სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992). ბალეტის-მსახიობთა ბულგარეთის (ვარნა, 1980, I პრემია, ოქროს მედალი), მოსკოვის IV საერთაშ. (1981, გრან-პრი) და V საერთაშორისო(1985, I პრემია ოქროს მედალი), აშშ (ჯეკსონი, მისისი პის შტატი, 1986, გრან-პრი და ოქროს მედალი) კონკურსების ლაურეატი. რუსეთის დამოუკიდებელი პრემიის „ტრიუმფის“ მფლობელი (1993), იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი (2011) და სხვ.
1973-77 სწავლობდა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ. თ. ვიხოდცევა), 1981 დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული აკადემია (პედ. ნ. ზოლოტოვა). 1980-85 მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტია. 1985-2004 ამავე თეატრის პრიმა-ბალერინა, აგრეთვე ამერიკის საბალეტო თეატრის („ნიუ-იორკ −სიტი ბალე“, ჯ. ბალანჩინის თეატრი), ინგლისი („კოვენტ-გარდენი“), დანიის სამეფო თეატრის და სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის მიწვეული პრიმა ბალერინაა.
ანანიაშვილის ცეკვისათვის დამახასიათებლია მომხიბვლელი უშუალობა, ჰაეროვნება, სინატიფე და ლამაზი დახვეწილი ფორმა. მაღალი ოსტატობით ასრულებს ოდეტა-ოდილიას, მაშას (პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, „მაკნატუნა“), ფრიგიას (ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი“), ჩელიტას (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ჟიზელის (ა. ადანის „ჟიზელი“), კონკიას, ჯულიეტას (ს. პროკოფიევის „კონკია“, „რომეო და ჯულიეტა“) და სხვა პარტიებს. გასტროლებს მართვას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2004-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელია.