ბუნიათიშვილი ხატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუნიათიშვილი ხატია“ გადაიტანა გვერდზე „ხატია ბუნიათიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხატია ბუნიათიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბუნიათიშვილი ხატია“ გ...)

15:31, 17 აპრილი 2025-ის ვერსია

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი − (21.აპრილი, 1987, ბათუმი), ქართველი პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (2012).

2004 ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილებაზე (პედ. თ. ამირეჯიბი). 2006-2008 სწავლობდა ვენის საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში პედ. ო. მაიზენბერგი (ფ-ნო).

ბუნიათიშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია მათ შორის სპეციალური პრიზი (ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა შემსრულებელი კიევი 2003); პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“ 2005, თბილისი); ა. რუბენშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის ნაწარმოებების საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელთა სიმპატია“, 2008 თელ-ავივი და სხვ. აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად. მას რეგულარულად იწვევენ მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში, როგორც სოლო კონცერტებით, ასევე ორკესტრთან ერთად.

2011 გაიმარჯვა ნომინაციაში და დასახელდა „ამომავალ ვარსკვლავად“ ვენის „კონცერტჰაუსისა“ და მიუზიკ-ფერაიენის მიერ. მისი შესრულება გამოირჩევა დინამიზმით, ტექნიკური სრულყოფილებით, არტისტიზმით და ვირტუოზულობით.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები