კავსაძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კავსაძე ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ლადო კავსაძე“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Vladimer kavsaZe.PNG|thumb|150პქ|ვლადიმერ კავსაძე]]
 
'''ვლადიმერ (ლადო) კავსაძე''' − (7 იანვარი 1886, სოფ. [[ხოვლე]], კასპის რ-ნი, - 30 დეკემბერი 1953, [[თბილისი]]), ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი); საქართველოს სახალხო არტისტი (1943).  
 
'''ვლადიმერ (ლადო) კავსაძე''' − (7 იანვარი 1886, სოფ. [[ხოვლე]], კასპის რ-ნი, - 30 დეკემბერი 1953, [[თბილისი]]), ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი); საქართველოს სახალხო არტისტი (1943).  
  

მიმდინარე ცვლილება 15:13, 24 აპრილი 2025 მდგომარეობით

ვლადიმერ კავსაძე

ვლადიმერ (ლადო) კავსაძე − (7 იანვარი 1886, სოფ. ხოვლე, კასპის რ-ნი, - 30 დეკემბერი 1953, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი); საქართველოს სახალხო არტისტი (1943).

სიმღერას სწავლობდა თბილისში ე. ბროჯისთან. ერთხანს მღეროდა ალ. კავსაძის გუნდში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვში 1908. 1917-მდე მუშაობდა მოსკოვის, ორენბურგის, პეტერბურგის, სმოლენსკისა და სხვ. ქალაქების ოპერეტის თეატრებში. ვ. კავსაძე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1921-იდან მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), შოთა რუსთაველი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კოტე, საქო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ლენსკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ალფრედი (ვერდის „ტრავიატა“) და სხვ. კს ლამაზი ტემბრის ხმა და მაღალი სასცენო კულტურა ჰქონდა. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა კომიკურ როლებს, გადაღებულია კინოში. ვლადიმერ კავსაძე თავისი დროის თვალსაჩინო მრავალმხრივი სპორტსმენი იყო.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები