კავსაძე იმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კავსაძე იმერ“ გადაიტანა გვერდზე „იმერ კავსაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იმერ კავსაძე“ გადაიტანა გვერდზე „კავსაძე იმერ“ გადამისამართე...)

15:39, 24 აპრილი 2025-ის ვერსია

იმერ კავსაძე – [16 ივნისი 1937, თბილისი], ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

1960 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალური განყოფილება. იმავე წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1962-71 მღეროდა თბილისის ოპერის თეატრში, 1971-72 ტაჯიკეთის საოპერო თეატრში, 1975-77 ქუთაისის ოპერის თეატრის, 1977-94 კი კვლავ თბილისის საოპერო თეატრის მომღერალი იყო. იმერ კავსაძის რეპერტუარი მრავალფეროვანია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი საოპერო პარტია: მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ალფრედი, მანრიკო, კასიო (ვერდის „ტრავიატა“, „ტრუბადური“, „ოტელო“), არლეკინი (ლეონკავალოს „ჯანბაზები“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსიტი)“, ლოენგრინი (რ. ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვ. 1994-დან მოღვაწეობდა პოლონეთში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები