კლემენტი მუციო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლემენტი მუციო“ გადაიტანა გვერდზე „მუციო კლემენტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუციო კლემენტი“ გადაიტანა გვერდზე „კლემენტი მუციო“ გადამისამ...) |
22:39, 25 აპრილი 2025-ის ვერსია
მუციო კლემენტი – (23 იანვარი 1752, რომი – 10 მარტი 1832, ივშემი, ინგლისი) ინგლისელი პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი,დირიჟორი. ეროვნებით იტალიელი. ე.წ. ლონდონური სკოლის ფუძემდებელი. XIX საუკუნის დასაწყისში მუშაობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მუციო კლემენტი საფორტეპიანო სონატის კლასიკური ფორმის ერთ-ერთი შემქმნელია. პედაგოგიურ რეპერტუარს შემორჩა მისი ეტიუდები (კრებული „გზა პარნასისკენ“). ავტორია ნაშრომისა „ფორტეპიანოზე დაკვრის მეთოდიკა“ (1801). მუციო კლემენტი იყო რამდენიმე მუსიკალური გამომცემლობისა და საფორტეპიანო ფაბრიკის მფლობელი.