ლიტავრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიტავრა“ გადაიტანა გვერდზე „ლიტავრები“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიტავრები“ გადაიტანა გვერდზე „ლიტავრა“ გადამისამართებაზე) |
23:27, 28 აპრილი 2025-ის ვერსია
ლიტავრა – (გვიანდ. ბერძ. (po)lytaurea< ბერძ.poly ბევრი და taurea დოლი), ძველებური დასარტყამი მუსიკალური საკრავი. XVI ს-იდან ორკესტრის შემადგენელი ნაწილია. ლიტავრის ქვაბის ფორმის კორპუსს (სპილენძის, თითბრის ან ალუმინის) ზევიდან გადაკრული აქვს ტყავის მემბრანა. საკრავის აწყობა ხდება მემბრანის ან პედლების მექანიზმების დაჭიმვით. ქვევით კორპუსის ცენტრში არის სარეზონატორო ნახვრეტი. ლიტავრა 2 ჯოხის მეშვეობით გამოსცემს მჭექარე ხმას. ორკესტრში გამოიყენება სხვადასხვაგვარად აწყობილი 2-5 და მეტი ლიტავრების კომპლექტი.