ალიჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალიჯი / ალიჯიფში / ალეჯი''' ''(ადიღ. Алыдж / Алыджыпщ / Iэлэдж)'' – ნართული ...) |
11:17, 26 ივნისი 2017-ის ვერსია
ალიჯი / ალიჯიფში / ალეჯი (ადიღ. Алыдж / Алыджыпщ / Iэлэдж) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ერთ-ერთი ძლევამოსილი ნართული გვარის წინამძღოლი, აქვანდასა და ჯილჲახსთანის მამა. ალიჯების სახლში შეკრებილი ხასას (იხ.) ხელმძღვანელი (ქალების ხასას კი მისი ცოლი – ბედეფ-გუაშე – თავმჯდომარეობს).
ლიტერატურა
Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017