მშველიძე არჩილ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მშველიძე არჩილ“ გადაიტანა გვერდზე „არჩილ მშველიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არჩილ მშველიძე“ გადაიტანა გვერდზე „მშველიძე არჩილ“ გადამისამ...) |
23:34, 4 მაისი 2025-ის ვერსია
არჩილ მშველიძე – (25. IV. 1906, გორი – 4. IX. 1981, მოსკოვი), მუსიკისმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიული განყოფილება 1934, ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურა (1938, ხელმძღვანელი ი. ტიულინი). 1939-46 ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1946-იდან მოსკოვშია, მუშაობდა გამომცემლობა „მუზიკაში“ რედაქტორად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შედგენილი აქვს კრებულები „ქართული ხალხური სიმღერები“ (მოსკ. 1958), „ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები“ (მოსკ. 1961, მე-2 თბ. 1970). ძირითადი შრომები: „ქართული ხალხური მუსიკა“(მოსკ. 1969), „საქართველოში მუსიკალური განათლების ისტორიის ნარკვევები“ (მოსკ. 1971, თბ. 1976) – ამ დარგის ფუძემდებლური ნაშრომი, ნარკვევები „ალ. რაზმაძე“, „ხარლამპი სავანელი“, „სლავური სიმღერა და XVIII ს. ქართული ლირიკული პოეზია“ და სხვ.