ფუძე (ლინგვისტიკა)
(ახალი გვერდი: '''ფუძე''' – სიტყვის (სიტყვა-ფორმის) ნაწილი, რომელიც რჩე...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
+ | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:51, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
ფუძე – სიტყვის (სიტყვა-ფორმის) ნაწილი, რომელიც რჩება დაბოლოების ჩამოშორების შემდეგ და რომელთანაც დაკავშირებულია სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა (მაგ., სიტყვაში სახლი ფუძე იქნება სახლ, სიტყვაში ხატავს კი – ხატავ). აგებულების თვალსაზრისით ფუძე შეიძლება იყოს მარტივი (შემდგომ დაუშლელი). წარმოდგენილი ძირის სახით, და ნაწარმოები (წარმოქმნილი ან რთული). წარმოების მიხედვით ფუძე შეიძლება იყოს პირველადი (როდესაც ფუძე ერთხელ არის ნაწარმოები, მაგ., კაც-ობა) და მეორეული (როდესაც ხდება ნაწარმოები ფუძის ხელახლა წარმოება: კაცობ-რიობა). მნიშვნელობის თვალსაზრისით არჩევენ მოტივირებულ და არამოტივირებულ ფუძეებს. ფუძე მოტივირებულია, თუ მისი მნიშვნელობა გასაგები ხდება მასში შემავალი ნაწილების მნიშვნელობით (მაგ. ფუძე სიტყვისა – სა-კაც-ე მოტივირებულია, რადგანაც მისი მნიშვნელობა აიხსნება კაც- ფუძისა და სა – ე მაწარმოებლის მნიშვნელობით: ის, რაც განკუთვნილია კაცისათვის). თუ ფუძის ასეთი მოტივირება შეუძლებელია, მაშინ ის იქნება არამოტივირებული (მაგ., სარ-კმელი).
ნ. სტურუა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის. საფუძვლები, I. თბ., 1971;
- ფოჩხუა ბ, ქართული ენის ლექსიკოლოგია. თბ. 1974.