ა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ასოები]] | [[კატეგორია:ასოები]] | ||
[[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | [[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:04, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
ა − ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“; გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის ღია ხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ. მისი მოხაზულობა ჰორიზონტალისა და მარჯვნივ გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური Ⴀ კუთხოვანი ფორმისაა და ოდნავ მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური Ⴀ და მხედრული ა ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ერთს (1), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანური რიგის მიხედვით) აღნიშნავს პირველს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეხუთე პუნქტის ა მუხლი.