გ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ასოები]] | [[კატეგორია:ასოები]] | ||
[[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | [[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:05, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
„გ“ – ქართული ანბანის მესამე ასო. მისი სახელია „განი“; გრაფიკული სიმბოლო ველარული მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴂ. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴂ მარჯვნივაა გადახრილი. მისი ქვედა ნაწილი რკალური ფორმისაა. მხედრულში იგი წრეს წარმოადგენს. ნუსხური და მხედრული გ ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამს (3), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მესამეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეათე პუნქტის გ მუხლი.