პ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ასოები]] | [[კატეგორია:ასოები]] | ||
[[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | [[კატეგორია:გრაფიკული ნიშნები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:06, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
„პ“ – ქართული ანბანის მეთხუთმეტე (ძველი ქართული ანბანის მეჩვიდმეტე) ასო. მისი სახელია „პარი“; გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი აბრუპტივი ხშული თანხმოვანი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴎ, მისი მოხაზულობა რკალისა და ხაზებისაგან შედგება, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხურში ⴎ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. იგი შუა ორ ხაზშია მოთავსებული. მხედრულში პ მომრგვალებული კონტურის მქონეა. იგი ოთხხაზოვანი სისტემის ზედა სამ ხაზს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხმოცს (80).