ახალჭალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახალჭალა''' – (ინგლ. Akhalchala, რუს. Ахалчала), ბალნეო-კლიმატური საკურო...)
 
(წყარო)
 
ხაზი 25: ხაზი 25:
 
[[კატეგორია: საკურორტო ადგილები საქართველოში]]
 
[[კატეგორია: საკურორტო ადგილები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
[[კატეგორია:ბალნეოლოგურო კურორტები]]
+
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები‏‎ ]]

მიმდინარე ცვლილება 01:39, 8 მაისი 2025 მდგომარეობით

ახალჭალა – (ინგლ. Akhalchala, რუს. Ахалчала), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქ. ცაგერიდან 18 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ჯანოულას (მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1730-1800 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.

ჰავა – შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6°C. ზაფხული გრილია, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 78%-ია, ნალექების წლიური რაოდენობა 2000 მმ-ია, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000-2100 საათია.

კურორტი და მისი მიდამოები დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი და სხვ.) ტყეებით.

ახალჭალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-2,5 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება საკურორტო ადგილის ჩრდილო- დასავლეთით; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდე- ბით გაჯერებული შუა მთის ჰაერი.

ახალჭალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა); აბაზანები, გამორეცხვები და შესხურებები ამ წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ახალჭალაში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, კანის, შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ახალჭალის მიდამოებში (თაბორისა და ლაბეჭინის დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიები (შუა საუკუნეები), ზუბის, გვესოს და ზოგიშის ციხეები (შუა საუკუნეები) და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები