მამაცაშვილი ავთანდილ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:დირიჟორები]] |
[[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]] | [[კატეგორია:ქართველი დირიჟორები]] | ||
[[კატეგორია:მამაცაშვილები]] | [[კატეგორია:მამაცაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:09, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
ავთანდილ მამაცაშვილი – (7 მაისი 1938, თბილისი), ქართველი დირიჟორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
1966 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება, ხოლო 1970 საოპერო და სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით (პედ. ო. დიმიტრიადი).1966-71 „საქართველოს სიმფოჯაზის“ დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1983-84 კიევის საოპერო თეატრის დირიჟორი. 1984-93 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. 1987 ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 1988-93 „ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის“ დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1997 ქუთაისის კამერული ორკესტრის დამაარსებელი და დირიჟორი. 1980-იდან თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი (2006 ასოცირებული პროფესორი), საოპერო სტუდიის დირიჟორი. გასტროლებს მართავდა ყოფილ სსრკ ქვეყნებში და საზღვარგარეთ.