სატი ერიკ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სატი ერიკ“ გადაიტანა გვერდზე „ერიკ სატი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერიკ სატი“ გადაიტანა გვერდზე „სატი ერიკ“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 00:46, 9 მაისი 2025 მდგომარეობით
ერიკ სატი – (17 მაისი 1866, ონფლერი, კალვადოსის დეპარტ. – 1 ივლისი 1925, არკეი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი. სწავლობდა „სხოლა კანტორუმში“ (პარიზი, 1905-08) ო. სერიესა და ა. რუსელთან. ამ პერიოდში შექმნა საფორტეპიანო პიესების კრებული ექსტრავაგანტური სახელწოდებებით: „მსხლის ფორმის 3 პიესა“, „ცხენის ტყავში“, „სპორტი და გართობანი“ და სხვ. მასვე (ჟ. კოკტოსა და პ. პიკასოსთან თანამშრომლობით) ეკუთვნის ბალეტი „აღლუმი“ (1916). ერთხანს ს. იყო კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანების „ექვსეულის“ ლიდერი. 20-იან წლებში მის ირგვლივ თავი მოიყარეს ახალგაზრდა ფრანგმა კომპოზიტორებმა ე. წ. „არკეის სკოლის“ წარმომადგენლებმა. სატის საუკეთესო ნაწარმოებია სიმფონიური დრამა „სოკრატე“ 4 სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის (პლატონის დიალოგების ტექსტზე, 1918).