სოლერტინსკი ივან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ივან სოლერტინსკი''' – (20 ნოემბერი1902, ვიტებსკი –11 თებერვალი 1944, ნ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოლერტინსკი ივან“ გადაიტანა გვერდზე „ივან სოლერტინსკი“)

23:35, 10 მაისი 2025-ის ვერსია

ივან სოლერტინსკი – (20 ნოემბერი1902, ვიტებსკი –11 თებერვალი 1944, ნოვოსიბირსკი), რუსი მუსიკისმცოდნე, თეატრმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა პეტროგრადის ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტი. 1924-იდან მუსიკალურ კრიტიკოსობას ეწევა. 1929-იდან მუშაობს ლენინგრადის ფილარმონიაში (1940-იდან მისი სამხატვრო ხელმძზღვანელი.). იყო ბრწყინვალე კრიტიკოსი, ორატორი, პოლემისტი, შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ლენინგრადის მუსიკალურ ცხოვრებაში, მეგობრობდა დ. შოსტაკოვიჩთან. ავტორია პირველი შრომებისა რუსულ ენაზე გლიუკის, მალერის, შონბერგის და სხვ. შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკალური რომანტიზმის, საოპერო და სიმფონიური დრამატურგიის პრობლემების დამუშავებაში. 1927-იდან ასწავლიდა პეტროგრად-ლენინგრადის სხვადახვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, 1930-იდან კონსერვატორიაში (1939 პროფ.), ფლობდა ორ ათეულზე მეტ ენას, დაჯილდოებული იყო ფენომენალური მეხსიერებით, სიცოცხლეში სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ახლო მეგობრობა ჰქონდა ანდრია ბალანჩივაძესთან.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები