სონატური ფორმა
(ახალი გვერდი: '''სონატური ფორმა''' – საკრავიერი მუსიკის ყველაზე გავრცელებულ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''სონატური ფორმა''' – საკრავიერი მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა (არაციკლურ ფორმებს შორის). კლასიკურად სრულქმნილი სახით ჩამოყალიბდა XVIII-ს. ის დასასრულს ი. ჰაიდნის, [[მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს|ვ. მოცარტისა]] და [[ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან|ლ. ბეთჰოვენის]] შემოქმედებაში. | '''სონატური ფორმა''' – საკრავიერი მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა (არაციკლურ ფორმებს შორის). კლასიკურად სრულქმნილი სახით ჩამოყალიბდა XVIII-ს. ის დასასრულს ი. ჰაიდნის, [[მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს|ვ. მოცარტისა]] და [[ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან|ლ. ბეთჰოვენის]] შემოქმედებაში. | ||
| − | სონატური ფორმა შედგება 3 დიდი მონაკვეთისაგან: [[ექსპოზიცია]], დამუშავება და [[რეპრიზა]]. ექსპოზიცია შეიცავს 4 პარტიას | + | სონატური ფორმა შედგება 3 დიდი მონაკვეთისაგან: [[ექსპოზიცია]], დამუშავება და [[რეპრიზა]]. ექსპოზიცია შეიცავს 4 პარტიას — მთავარს, დამაკავშირებელს, დამხმარეს და დასკვნითს. მთავარ პარტიაში გადმოცემულია პირველი თემა ძირითად ტონალობაში. დამაკავშირებელი პარტია ამზადებს მეორე, დამხმარე პარტიის თემას, რომელიც მოცემულია დომინანტურ ან პარალელურ ტონალობაში. დასკვნითი პარტია ახალი თემაა დამაბოლოებელი ხასიათისა. სონატური ფორმის მეორე მონაკვეთია დამუშავება, რომელშიც ინტენსიურად ვითარდება ექსპოზიციის თემატური მასალა, ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ტონალობა. მესამე მონაკვეთში – რეპრიზაში ხელახლა გაივლის ექსპოზიციის მასალა, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ერთ (მთავარ) ტონალობაშია. სონატური ფორმაში ხშირად გვხვდება 2 დამხმარე მონაკვეთი: შესავალი და [[კოდა]] (დასასრული). სონატური ფორმის ეს ნორმატიული გეგმა ისტორიული ევოლუციის პერიოდში იცვლებოდა, მაგრამ მის ძირითად ნიშნად მაინც დარჩა 3 დიდი მონაკვეთი და 2 ან მეტი თემის დაპირისპირების პრინციპი. |
23:03, 11 მაისი 2025-ის ვერსია
სონატური ფორმა – საკრავიერი მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა (არაციკლურ ფორმებს შორის). კლასიკურად სრულქმნილი სახით ჩამოყალიბდა XVIII-ს. ის დასასრულს ი. ჰაიდნის, ვ. მოცარტისა და ლ. ბეთჰოვენის შემოქმედებაში.
სონატური ფორმა შედგება 3 დიდი მონაკვეთისაგან: ექსპოზიცია, დამუშავება და რეპრიზა. ექსპოზიცია შეიცავს 4 პარტიას — მთავარს, დამაკავშირებელს, დამხმარეს და დასკვნითს. მთავარ პარტიაში გადმოცემულია პირველი თემა ძირითად ტონალობაში. დამაკავშირებელი პარტია ამზადებს მეორე, დამხმარე პარტიის თემას, რომელიც მოცემულია დომინანტურ ან პარალელურ ტონალობაში. დასკვნითი პარტია ახალი თემაა დამაბოლოებელი ხასიათისა. სონატური ფორმის მეორე მონაკვეთია დამუშავება, რომელშიც ინტენსიურად ვითარდება ექსპოზიციის თემატური მასალა, ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ტონალობა. მესამე მონაკვეთში – რეპრიზაში ხელახლა გაივლის ექსპოზიციის მასალა, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ერთ (მთავარ) ტონალობაშია. სონატური ფორმაში ხშირად გვხვდება 2 დამხმარე მონაკვეთი: შესავალი და კოდა (დასასრული). სონატური ფორმის ეს ნორმატიული გეგმა ისტორიული ევოლუციის პერიოდში იცვლებოდა, მაგრამ მის ძირითად ნიშნად მაინც დარჩა 3 დიდი მონაკვეთი და 2 ან მეტი თემის დაპირისპირების პრინციპი.