სონატური ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
[[კატეგორია:მუსიკალური ფორები]]
+
[[კატეგორია:მუსიკალური ფორმები]]

მიმდინარე ცვლილება 23:03, 11 მაისი 2025 მდგომარეობით

სონატური ფორმა – საკრავიერი მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა (არაციკლურ ფორმებს შორის). კლასიკურად სრულქმნილი სახით ჩამოყალიბდა XVIII-ს. ის დასასრულს ი. ჰაიდნის, ვ. მოცარტისა და ლ. ბეთჰოვენის შემოქმედებაში.

სონატური ფორმა შედგება 3 დიდი მონაკვეთისაგან: ექსპოზიცია, დამუშავება და რეპრიზა. ექსპოზიცია შეიცავს 4 პარტიას — მთავარს, დამაკავშირებელს, დამხმარეს და დასკვნითს. მთავარ პარტიაში გადმოცემულია პირველი თემა ძირითად ტონალობაში. დამაკავშირებელი პარტია ამზადებს მეორე, დამხმარე პარტიის თემას, რომელიც მოცემულია დომინანტურ ან პარალელურ ტონალობაში. დასკვნითი პარტია ახალი თემაა დამაბოლოებელი ხასიათისა. სონატური ფორმის მეორე მონაკვეთია დამუშავება, რომელშიც ინტენსიურად ვითარდება ექსპოზიციის თემატური მასალა, ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ტონალობა. მესამე მონაკვეთში – რეპრიზაში ხელახლა გაივლის ექსპოზიციის მასალა, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ერთ (მთავარ) ტონალობაშია. სონატური ფორმაში ხშირად გვხვდება 2 დამხმარე მონაკვეთი: შესავალი და კოდა (დასასრული). სონატური ფორმის ეს ნორმატიული გეგმა ისტორიული ევოლუციის პერიოდში იცვლებოდა, მაგრამ მის ძირითად ნიშნად მაინც დარჩა 3 დიდი მონაკვეთი და 2 ან მეტი თემის დაპირისპირების პრინციპი.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები