სტასოვი ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვლადიმერ სტასოვი''' – (2 იანვარი 1824, პეტერბურგი – 10.ოქტომბერი 1906,...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტასოვი ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ სტასოვი“) |
00:41, 12 მაისი 2025-ის ვერსია
ვლადიმერ სტასოვი – (2 იანვარი 1824, პეტერბურგი – 10.ოქტომბერი 1906, იქვე], რუსული მხატვრობისა და მუსიკის კრიტიკოსი, ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი. 1843 დაამთავრა მართლმსაჯულების სასწავლებელი. 1847-იდან სისტემატურად ბეჭდავდა წერილებს სახვით ხელოვნებაზე, მუსიკაზე. სტასოვი აქტიურად მონაწილეობდა „ახალი რუსული მუსიკალური სკოლის“ შემოქმედებით ცხოვრებაში, რომელსაც მან „მძლავრი ჯგუფი“ უწოდა. გამოიკვლია და შეისწავლა მ. გლინკას, მ. მუსორგსკის, ა. ბოროდინის შემოქმედება, შექმნა საშემსრულებლო სკოლის ოსტატთა – ო. პეტროვის, ა. რუბინშტეინის შემოქმედებითი პორტრეტები. სტასოვის შრომები წარმოადგენს რუსული ესთეტიკური აზროვნების კლასიკურ მემკვიდრეობას.