მჭადიჯვარელი ქალი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მჭადიჯვარელი ქალი''' – | + | '''მჭადიჯვარელი ქალი''' – სამშობლოსთვის თავგანწირული მამაცი მოხუცი ქალი, [[ერეკლე II|ერეკლე მეორის]] თანამედროვე სახალხო გმირი. მჭადიჯვარელმა ქალმა 1755 წელს გამოიჩინა გასაოცარი გმირობა ხუნძახის მფლობელის ნურსალ ბეგის წინამძღოლობით შემოსეულ ლეკებთან [[ბრძოლა]]ში, მჭადიჯვარელმა ქალმა მჭადისჯვრის ციხესთან ბრძოლაში მოკლა რამდენიმე ლეკი, მტერს საფარი დაუწვა და თვითონაც დაიღუპა. ისტორიკოსის ცნობით ამგვარი მამაცობისთვის „ქებასა მისსა მოუთხრობდნენ შაირითა მესტვირენი“ ([[ბაგრატ ბატონიშვილი]], ახალი მოთხრობა, გვ. 50). მჭადიჯვარელი ქალის სახელი ქრისტინე ყოფილა (ტრ. რუხაძე, სახელი მჭადიჯვარელი დედაკაცისა, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1945, № 36). მჭადიჯვარელის გმირობაზე მოღწეულია გადმოცემა და საისტორიო [[ბალადა]] („ხუნძახმა სთქვა: სარდალი ვარ“). მჭადისჯვარელ ქრისტინეზე ხალხი გადმოსცემს: „იქ რომ ბებერმა საქმე ჰქნა, ის არ უქნია სხვასაო“. |
| − | რუხაძე, სახელი მჭადიჯვარელი დედაკაცისა, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1945, № 36). მჭადიჯვარელის გმირობაზე მოღწეულია გადმოცემა და საისტორიო [[ბალადა]] („ხუნძახმა სთქვა: სარდალი ვარ“). მჭადისჯვარელ ქრისტინეზე ხალხი გადმოსცემს: „იქ რომ ბებერმა საქმე ჰქნა, ის არ უქნია სხვასაო“. | + | |
''ქ. სიხარულიძე'' | ''ქ. სიხარულიძე'' | ||
მიმდინარე ცვლილება 16:25, 4 ივნისი 2025 მდგომარეობით
მჭადიჯვარელი ქალი – სამშობლოსთვის თავგანწირული მამაცი მოხუცი ქალი, ერეკლე მეორის თანამედროვე სახალხო გმირი. მჭადიჯვარელმა ქალმა 1755 წელს გამოიჩინა გასაოცარი გმირობა ხუნძახის მფლობელის ნურსალ ბეგის წინამძღოლობით შემოსეულ ლეკებთან ბრძოლაში, მჭადიჯვარელმა ქალმა მჭადისჯვრის ციხესთან ბრძოლაში მოკლა რამდენიმე ლეკი, მტერს საფარი დაუწვა და თვითონაც დაიღუპა. ისტორიკოსის ცნობით ამგვარი მამაცობისთვის „ქებასა მისსა მოუთხრობდნენ შაირითა მესტვირენი“ (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, გვ. 50). მჭადიჯვარელი ქალის სახელი ქრისტინე ყოფილა (ტრ. რუხაძე, სახელი მჭადიჯვარელი დედაკაცისა, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1945, № 36). მჭადიჯვარელის გმირობაზე მოღწეულია გადმოცემა და საისტორიო ბალადა („ხუნძახმა სთქვა: სარდალი ვარ“). მჭადისჯვარელ ქრისტინეზე ხალხი გადმოსცემს: „იქ რომ ბებერმა საქმე ჰქნა, ის არ უქნია სხვასაო“.
ქ. სიხარულიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გ. ლეონიძე, გმირი დედაბერი, „კომუნისტი“, 1941 წ.№ 310;
- ქ. სიხარულიძე, ქართველი ხალხის ბრძოლა სამშობლოსათვის ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით, 1942;
- ქართველი სახალხო გმირები, 1952.