ბაგრატიონი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბაგრატიონი გრიგოლ''' – (1789 – 1830), იოანე ბატონიშვილის (ბაგრატი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბაგრატიონი გრიგოლ''' – (1789 – 1830),  [[იოანე ბატონიშვილი]]ს (ბაგრატიონის) ძე. [[ერეკლე II]]-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი. მონაწილეობდა [[კახეთის აჯანყება 1812|კახეთის 1812 წლის აჯანყება]]ში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს [[საქართველო]]ს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით; მას, როგორც მეფეს, მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს [[რუსეთი|რუსეთში]] და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. იგი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული
+
'''გრიგოლ ბაგრატიონი ''' – (1789 – 1830),  [[იოანე ბატონიშვილი]]ს (ბაგრატიონის) ძე. [[ერეკლე II]]-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი, პოეტი და მწიგნობარი.  
ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება; დაახლოებით 1819 წელს შეადგინა „ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.
+
  
 +
მონაწილეობდა [[კახეთის აჯანყება 1812|კახეთის 1812 წლის აჯანყება]]ში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს [[საქართველო]]ს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით; მას, როგორც მეფეს, მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს [[რუსეთი|რუსეთში]] და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში.
 +
 +
გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. იგი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. 1819-25 წწ. შეუდგენია კრებული, რომელშიც შეუტანია XVIII საუკუნის დასასრულს გავრცელებული მცირე ფორმის ნაწარმოები; ლირიკული სასიმღერო ლექსები, ზმები, მახვილსიტყვაობანი და სხვა ნიმუშები ზეპირსიტყვიერებისა.
 +
 +
დაახლოებით 1819 წელს შეადგინა „ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა [[ბესიკი]]ს, [[საიათნოვა]]ს, [[მზეჭაბუკ ორბელიანი]]ს, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.
 +
 +
გრიგოლ ბატონიშვილმა იმოგზაურა პეტერბურგიდან ვილნომდე და დასწერა ამ მოგზაურობის აღმწერი თხზულება „მოგზაურობა პეტერბურგიდან ვილნომდე“" (შენახულია ხელნაწერის სახით). მოგზაურობა შესრულებულია 1815 წელს შემდეგი მარშრუტით: პეტერბურგი – კრასნოე სელო – იამბურგი – ნარვა – მდ. ნარვის სათავე – პსკოვის ტბა – პსკოვი -მდ. დვინა – ვილნო.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 +
* [[გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მოგზაურები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრები]]
 
[[კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 14:56, 10 ივნისი 2025 მდგომარეობით

გრიგოლ ბაგრატიონი – (1789 – 1830), იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი, პოეტი და მწიგნობარი.

მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით; მას, როგორც მეფეს, მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში.

გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. იგი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. 1819-25 წწ. შეუდგენია კრებული, რომელშიც შეუტანია XVIII საუკუნის დასასრულს გავრცელებული მცირე ფორმის ნაწარმოები; ლირიკული სასიმღერო ლექსები, ზმები, მახვილსიტყვაობანი და სხვა ნიმუშები ზეპირსიტყვიერებისა.

დაახლოებით 1819 წელს შეადგინა „ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.

გრიგოლ ბატონიშვილმა იმოგზაურა პეტერბურგიდან ვილნომდე და დასწერა ამ მოგზაურობის აღმწერი თხზულება „მოგზაურობა პეტერბურგიდან ვილნომდე“" (შენახულია ხელნაწერის სახით). მოგზაურობა შესრულებულია 1815 წელს შემდეგი მარშრუტით: პეტერბურგი – კრასნოე სელო – იამბურგი – ნარვა – მდ. ნარვის სათავე – პსკოვის ტბა – პსკოვი -მდ. დვინა – ვილნო.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები