დიდიმამიშვილი ელენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელენე დიდიმამიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „დიდიმამიშვილი ელენე...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Elene dedmamishvili.PNG|thumb|ელენე დიდიმამიშვილი]] | ||
'''დიდიმამიშვილი ელენე''' – (1919 – 1997), დაიბადა [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხეში]]. 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის #1 საშუალო სკოლაში. იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის „განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წელს დროებით მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელიც. | '''დიდიმამიშვილი ელენე''' – (1919 – 1997), დაიბადა [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხეში]]. 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის #1 საშუალო სკოლაში. იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის „განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წელს დროებით მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელიც. | ||
| − | 1938 წელს ჩაირიცხა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რუსულ სექტორზე. იგი წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ „ნორჩი ლენინელის” რედაქციაში ჟურნალისტად. გამოსცა ლექსების 11 კრებული: „ვარძიის გაზაფხული”, „გვიხმობს კაშკაშა ზაფხული”, „სიყვარულის კვალდაკვალ”,m„გზები და წლები” და ა.შ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2007 წელს, გამოიცა კიდევ ერთი კრებული „გადასახედი“, რომელშიც ძირითადად ქალბატონ ელენეს სიცოცხლის ბოლო წლების პოეზია შევიდა. | + | 1938 წელს ჩაირიცხა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რუსულ სექტორზე. იგი წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ „ნორჩი ლენინელის” რედაქციაში ჟურნალისტად. გამოსცა [[ლექსი|ლექსების]] 11 კრებული: „ვარძიის გაზაფხული”, „გვიხმობს კაშკაშა ზაფხული”, „სიყვარულის კვალდაკვალ”,m„გზები და წლები” და ა.შ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2007 წელს, გამოიცა კიდევ ერთი კრებული „გადასახედი“, რომელშიც ძირითადად ქალბატონ ელენეს სიცოცხლის ბოლო წლების [[პოეზია]] შევიდა. |
:::: * * * | :::: * * * | ||
მიმდინარე ცვლილება 15:46, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
დიდიმამიშვილი ელენე – (1919 – 1997), დაიბადა ახალციხეში. 1927 წლიდან სწავლობდა ახალციხის #1 საშუალო სკოლაში. იყო კლასის ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალის „განთიადის” რედკოლეგიის წევრი. 1937 წელს დროებით მსახურობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, იყო დაწყებითი სკოლის მასწავლებელიც. 1938 წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რუსულ სექტორზე. იგი წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ „ნორჩი ლენინელის” რედაქციაში ჟურნალისტად. გამოსცა ლექსების 11 კრებული: „ვარძიის გაზაფხული”, „გვიხმობს კაშკაშა ზაფხული”, „სიყვარულის კვალდაკვალ”,m„გზები და წლები” და ა.შ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 2007 წელს, გამოიცა კიდევ ერთი კრებული „გადასახედი“, რომელშიც ძირითადად ქალბატონ ელენეს სიცოცხლის ბოლო წლების პოეზია შევიდა.
- * * *
- აქ ლურჯი ზეცის მიყვარს ყურება,
- აქ იდუმალი დგას მზის ტაროსი...
- აქ ერთი წყარო მეჩურჩულება:
- – მე სტრიქონი ვარ „ვეფხისტყაოსნის”.
- კლდეზე მივყვები დახლართულ ბილიკს,
- უხსოვარ დროთა ბედით დალოცვილს...
- ყელზე მეხვევა ნიავი დილის:
- – მე სუნთქვა ვარო „ვეფხისტყაოსნის~.
- კლდეები დგანან, როგორც ვეფხვები,
- ველი წევს ვარდთა თეთრი სამოსით...
- მტკვარს მათი ხმები მოაქვს შხეფებით:
- ჩვენ ფურცლები ვართ „ვეფხისტყაოსნის”.
- კრძალვით და რიდით ვარძიას აველ,
- (ვერ მოვიშორე ფიქრი ტაოსი)...
- ვარძიის ექო მოედო მთა-ველს:
- მე ძარღვი ვარო „ვეფხისტყაოსნის..”
- ამაყ მთებსა თუ თავმდაბალ ბუჩქებს
- ვხვდები ლომგულთა ბედის წყაროსთან,
- და ვით ღაღადისს, ვით ლოცვას უჩვევს, _
- მე მათგან ვისმენ „ვეფხისტყაოსანს”.