გემუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გემუდა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Гемуда)'' – ნართების საგვარეულო ცხენი ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის მიხედვით. ეკუთვნოდა [[დებეთი|დებეთს]], რომელმაც იგი თავის ვაჟს – [[ალაუგანი|ალაუგანს]] – უსახსოვრა, ამ უკანასკნელმა – [[ყარაშავაი]]ს. შეუძლია ყურდაშვებული ჯაგლაგიდან გოლიათურ მერნად ქცევა. ყარაშავაივით უკვდავი გემუდა მეტყველი და წინასწარმჭვრეტია (პატრონებს ბრძნულ რჩევებს აძლევს). იკვებება ნაქლიბითა და მადნით. ერთ-ერთ თქმულებაში აღწერილია, როგორც სინკრეტული არსება – ცხენი თევზის კუდით, ლაყუჩებითა და არწივის ფრთებით. არის კოსმიური ძალის მატარებელი (ქმნის ზამთარსა და ზაფხულს). გემუდას ტოტემურ წარსულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცენტრალური [[კავკასია|კავკასიის]] რელიეფის ნაწილი მისი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; მკერდით კვალავს ხეობებს, ფლოქვები დარტყმით იალბუზის მწვერვალს ორად აპობს. ეპოსში გემუდას მთელი პოემა ეძღვნება.
+
'''გემუდა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Гемуда)'' – ნართების საგვარეულო ცხენი ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის მიხედვით. ეკუთვნოდა [[დებეთი|დებეთს]], რომელმაც იგი თავის ვაჟს – [[ალაუგანი|ალაუგანს]] – უსახსოვრა, ამ უკანასკნელმა – [[ყარაშავაი]]ს. შეუძლია ყურდაშვებული ჯაგლაგიდან გოლიათურ მერნად ქცევა. ყარაშავაივით უკვდავი გემუდა მეტყველი და წინასწარმჭვრეტია (პატრონებს ბრძნულ რჩევებს აძლევს). იკვებება ნაქლიბითა და მადნით. ერთ-ერთ თქმულებაში აღწერილია, როგორც სინკრეტული არსება – ცხენი თევზის კუდით, ლაყუჩებითა და არწივის ფრთებით. არის კოსმიური ძალის მატარებელი (ქმნის ზამთარსა და ზაფხულს). გემუდას ტოტემურ წარსულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცენტრალური [[კავკასია|კავკასიის]] რელიეფის ნაწილი მისი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; მკერდით კვალავს ხეობებს, ფლოქვები დარტყმით იალბუზის მწვერვალს ორად აპობს. ეპოსში გემუდას მთელი [[პოემა]] ეძღვნება.
  
  

მიმდინარე ცვლილება 17:10, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით

გემუდა (ბალყ.-ყარაჩ. Гемуда) – ნართების საგვარეულო ცხენი ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის მიხედვით. ეკუთვნოდა დებეთს, რომელმაც იგი თავის ვაჟს – ალაუგანს – უსახსოვრა, ამ უკანასკნელმა – ყარაშავაის. შეუძლია ყურდაშვებული ჯაგლაგიდან გოლიათურ მერნად ქცევა. ყარაშავაივით უკვდავი გემუდა მეტყველი და წინასწარმჭვრეტია (პატრონებს ბრძნულ რჩევებს აძლევს). იკვებება ნაქლიბითა და მადნით. ერთ-ერთ თქმულებაში აღწერილია, როგორც სინკრეტული არსება – ცხენი თევზის კუდით, ლაყუჩებითა და არწივის ფრთებით. არის კოსმიური ძალის მატარებელი (ქმნის ზამთარსა და ზაფხულს). გემუდას ტოტემურ წარსულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცენტრალური კავკასიის რელიეფის ნაწილი მისი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; მკერდით კვალავს ხეობებს, ფლოქვები დარტყმით იალბუზის მწვერვალს ორად აპობს. ეპოსში გემუდას მთელი პოემა ეძღვნება.


გემუდა (ოს. Гемудæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟის – ნართი სავაის, კანძის ძის – ცხენი, მომცრო ტანის, მაგრამ ისეთი ამტანი და სწრაფი, რომ დოღში ვერცერთი სხვა ბედაური ვერ ასწრებდა, მუდამ იმარჯვებდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
  • Нартла. Нальчик, 1995;
  • Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.
  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები