ევდოშვილი იროდიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იროდიონ ევდოშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ევდოშვილი იროდიონ“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ევდოშვილი იროდიონ''' – (1873 - 1916),  ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი – ხოსიტაშვილი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღი). თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის.
+
[[ფაილი:Irodion evdoshvili.PNG|thumb|იროდიონ  ევდოშვილი]]
1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს; იქიდან დაბრუნების შემდეგ [[თბილისი|თბილისში]] დაიბეჭდა ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი”, „ივერია” და სხვა. გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”. მისი ლექსები „ქარიშხალი”, „ჩვენება”, „მეგობრებს” და სხვა რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები იჩენს თავს („ისევ გოლგოთა”, „მოღლილობა”, „გატეხილი ჩანგი”, 1915 და სხვა.). იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
+
'''ევდოშვილი იროდიონ''' – (1873 - 1916),  ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი – ხოსიტაშვილი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღი). თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს; იქიდან დაბრუნების შემდეგ [[თბილისი|თბილისში]] დაიბეჭდა ირ. ევდოშვილის პირველი [[ლექსი|ლექსები]] ჟურნალებში „[[კვალი (გაზეთი)|კვალი]]”, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]” და სხვა. გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, [[პოემა]] „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”. მისი ლექსები „ქარიშხალი”, „ჩვენება”, „მეგობრებს” და სხვა რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები იჩენს თავს („ისევ გოლგოთა”, „მოღლილობა”, „გატეხილი ჩანგი”, 1915 და სხვა.). იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  
  

მიმდინარე ცვლილება 10:20, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

იროდიონ ევდოშვილი

ევდოშვილი იროდიონ – (1873 - 1916), ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი – ხოსიტაშვილი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღი). თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და გადაასახლეს; იქიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში დაიბეჭდა ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი”, „ივერია” და სხვა. გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა”. მისი ლექსები „ქარიშხალი”, „ჩვენება”, „მეგობრებს” და სხვა რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებს მშრომელ ხალხს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები იჩენს თავს („ისევ გოლგოთა”, „მოღლილობა”, „გატეხილი ჩანგი”, 1915 და სხვა.). იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


მეგობრებს
მეგობრებო, წინ... წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული!
წინ, წინ, მედგრად შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენს დროსა,
ჭირის ოფლში გავატაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!
დეე, ჩვენ ტოლთ, უგვანო შვილთ,
კერპის წინა ხარონ ქედი,
ფუ, იმ ვაჟკაცს, ვინც ინატროს
მათი სვე და მათი ბედი!
დე, ისევ მათ ავარჯიშონ,
საქვემძრომო მკლავი, ენა,
სხვა აკვნესონ და ამ კვნესით
თვით ი პოვონ შვება-ლხენა...
მომავალი იმათ თვის ხვედრს
წარმოუძღვის, დასდებს მსჯავრსა,
შეაჩვენებს იმათ საფლავს
სამარცხვინოს, საზიზღარსა!
მეგობრებო, ჩვენ ნუ გვინდა
ამნაირი სვე და ბედი,
ბრძოლა იყოს ჩვენი ლხინი,
სატრფიალოდ გულს იმედი!
მაშ, უშიშრად შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენს დროსა
და ჩვენ რაზმს წინ წავუმძღვაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები