კალაძე კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კალაძე კარლო''' – (1907 – 1988), ქართველი დრამატურგი, პ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კალაძე კარლო''' – (1907 – 1988), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, პოეტი.  დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — [[თბილისი|თბილისში]]. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა.
+
[[ფაილი:Karlo kaladze.JPG|thumb|კარლო კალაძე]]
 +
'''კალაძე კარლო''' – (1907 – 1988), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, პოეტი.  დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — [[თბილისი|თბილისში]]. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია [[პოემა]] „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა.
  
 
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
 
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ხაზი 30: ხაზი 31:
 
::განა პირველი საუკუნეა,
 
::განა პირველი საუკუნეა,
 
::რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია,
 
::რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია,
::ითხრება სველი მიწა და კირქვა...
+
::ითხრება სველი მიწა და [[კირქვა]]...
 
::მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა.
 
::მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა.
 
::იგი სიმწარით ზეცას გასწივის
 
::იგი სიმწარით ზეცას გასწივის
ხაზი 43: ხაზი 44:
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:მარჯანიშვილის თეატრის დირექტორები]]
 
[[კატეგორია:მარჯანიშვილის თეატრის დირექტორები]]
 +
[[კატეგორია:კალაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 10:23, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

კარლო კალაძე

კალაძე კარლო – (1907 – 1988), ქართველი დრამატურგი, პოეტი. დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ლაზური ლექსი
რაა ეს − ბასრი თვალი თუ ალღო? −
ბნელს რა მინათებს, მითხარით, ხალხო!
შავი ზღვის პირად კლდე არის ერთი,
მზემ ნადირივით გამოხრა ფერდი,
არ ვიცი − რატომ?! − და გამახსენდა
დღეს, როცა სწორედ ამ სტრიქონს ვწერდი.
რაა ეს? რომელ სიზმარში არის
შავი ტოტების შრიალ-შრიალი?
შავ კლდეზე შავი მუხაა მხოლოდ
და შავი ღამე ქარიშხლიანი.
მნახა თუ არა მარტოკა მდგარი,
ბრმად ჩამაფრინდა მკლავებში ქარი;
ხმას განწირულად იმაღლებს მუხა,
ურჯულომ ლამის მოჰგლიჯოს მხარი.
და ეს ჭიდილი ისე მკაცრია −
ტოტებს ღრუბლებიც გაუკაწრია!...
რაა, ჩემს რომელ სტრიქონს ეხება,
შეკრთომა რომელ ძვლებს აჟრიალებს?!
ღამე თუ მხრებზე შემომეხვევა,
ხე უკანასკნელ სუნთქვას შეალევს
და წელმაგარი, მაგარფესვება
მიწამდე ტანის ლეწვით ეშვება...
განა პირველი საუკუნეა,
რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია,
ითხრება სველი მიწა და კირქვა...
მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა.
იგი სიმწარით ზეცას გასწივის
და იბრძვის, როგორც ფრთები არწივის!
...არა, ჩემს ქართულს არ ეშინია
არც იმ ქარიშხლის და არც ქარწვიმის!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები