კალაძე კარლო
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Karlo kaladze.JPG|thumb|კარლო კალაძე]] | [[ფაილი:Karlo kaladze.JPG|thumb|კარლო კალაძე]] | ||
| − | '''კალაძე კარლო''' – (1907 – 1988), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, პოეტი. დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — [[თბილისი|თბილისში]]. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა. | + | '''კალაძე კარლო''' – (1907 – 1988), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, პოეტი. დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — [[თბილისი|თბილისში]]. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია [[პოემა]] „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა. |
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. | დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. | ||
| ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
::განა პირველი საუკუნეა, | ::განა პირველი საუკუნეა, | ||
::რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია, | ::რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია, | ||
| − | ::ითხრება სველი მიწა და კირქვა... | + | ::ითხრება სველი მიწა და [[კირქვა]]... |
::მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა. | ::მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა. | ||
::იგი სიმწარით ზეცას გასწივის | ::იგი სიმწარით ზეცას გასწივის | ||
მიმდინარე ცვლილება 10:23, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით
კალაძე კარლო – (1907 – 1988), ქართველი დრამატურგი, პოეტი. დაიბადა სოფელ ეწერში (ჯიქთუბანში, სამტრედია). სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ — თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წლებში მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე”. იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა „უჩარდიონი” (1932), „მთების ეპოსი” (1935), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები” (1935) და სხვა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- ლაზური ლექსი
- რაა ეს − ბასრი თვალი თუ ალღო? −
- ბნელს რა მინათებს, მითხარით, ხალხო!
- შავი ზღვის პირად კლდე არის ერთი,
- მზემ ნადირივით გამოხრა ფერდი,
- არ ვიცი − რატომ?! − და გამახსენდა
- დღეს, როცა სწორედ ამ სტრიქონს ვწერდი.
- რაა ეს? რომელ სიზმარში არის
- შავი ტოტების შრიალ-შრიალი?
- შავ კლდეზე შავი მუხაა მხოლოდ
- და შავი ღამე ქარიშხლიანი.
- მნახა თუ არა მარტოკა მდგარი,
- ბრმად ჩამაფრინდა მკლავებში ქარი;
- ხმას განწირულად იმაღლებს მუხა,
- ურჯულომ ლამის მოჰგლიჯოს მხარი.
- და ეს ჭიდილი ისე მკაცრია −
- ტოტებს ღრუბლებიც გაუკაწრია!...
- რაა, ჩემს რომელ სტრიქონს ეხება,
- შეკრთომა რომელ ძვლებს აჟრიალებს?!
- ღამე თუ მხრებზე შემომეხვევა,
- ხე უკანასკნელ სუნთქვას შეალევს
- და წელმაგარი, მაგარფესვება
- მიწამდე ტანის ლეწვით ეშვება...
- განა პირველი საუკუნეა,
- რაც ეს ბრძოლაა და გუგუნია,
- ითხრება სველი მიწა და კირქვა...
- მაგრამ ძნელია ხის ამოძირკვა.
- იგი სიმწარით ზეცას გასწივის
- და იბრძვის, როგორც ფრთები არწივის!
- ...არა, ჩემს ქართულს არ ეშინია
- არც იმ ქარიშხლის და არც ქარწვიმის!