კავკასიური ხურმა
(ახალი გვერდი: '''კავკასიური ხურმა''' – Diospyros lotus მიეკუთვნება აბანოზისებრთა (Ebenaceae ...) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:აბანოზისებრნი]] | [[კატეგორია:აბანოზისებრნი]] | ||
| − | |||
| − | |||
11:25, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია
კავკასიური ხურმა – Diospyros lotus მიეკუთვნება აბანოზისებრთა (Ebenaceae L.) ოჯახს. საქართველოში კავკასიური ხურმა, იზრდება ტყეებში 1000 მ-მდე ზღვის დონიდან. სწორად აღმართული 25 მ-მდე ხე-მცენარეა, პირამიდული, ან ზოგჯერ მომრგვალო ვარჯით. იზრდება სწრაფად, მსხმოიარობას იწყებს 5-6 წლიდან.
ხურმის ღეროს მთავარი ტოტების ქერქი მუქი ნაცრისფერია, ღრმად დამსკდარი, ყლორტები მწვანე ფერისაა, მეჭეჭები ყავისფერი.
ფოთოლი მარტივია, მოგრძო-ელიფსური, განიერ-ლანცეტა, მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა, შიშველი, ქვემოდან მოლურჯო-მწვანე ფერის, ოდნავ შებუსული. ფოთოლმცვენია.
ყვავილი პატარა ზომისაა, თითქმის მჯდომარე, განცალკევებული, ერთსქესიანი (ზოგჯერ ორსქესიანი); მდედრობითი ყვავილი ხშირად ერთეულებადაა განლაგებული; მამრობითი კი 2-3 ერთად, რომელთაც აქვთ მოყვითალო-წითელი ან მოყვითალო-ნარინჯისფერი. ფორმით ზარისებრ-ქოთნისებრია, ყვავილობს მაისსა და ივნისის დასაწყისში.
ნაყოფი კენკრაა, ოვალური, მრავალბუდიანი, ბუდეში ერთი მსხვილი თესლია მოთავსებული. მისი ფერი თავიდან მწვანეა, სიმწიფეში შესვლისას გადადის მოყვითალო ნარინჯისფერში, შემდეგ მუქდება.
გავრცელება
საქართველოში ძირითადად გვხვდება დასავლეთ რაიონებში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, გურია-სამეგრელოსა და იმერეთში. გაადგილებულია მთისწინა მიდამოებსა და ტყის ზონაში (უმთავრესად მუხნარებში), ზღვის დონიდან 500-600 მ სიმაღლეზე, ხოლო ცალკეულ ადგილებში ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. გვხვდება ძირითადად ერთეული ხეების სახით, ზოგან პატარ-პატარა ჯგუფებადაც. დასახელებული მიდამოების გაყოლებაზე. შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ქართლში გვხვდება მდ. მტკვრის შუა დინებაზე, შიდა კახეთში მდ. ალაზნის გაღმა მხარეს.
წყარო
საქართველოს გარეული ხილი და მისი სამრეწველო გამოყენება