სულაკაური არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:სულაკაურები]] | [[კატეგორია:სულაკაურები]] | ||
14:03, 5 აგვისტო 2025-ის ვერსია
სულაკაური არჩილ – (1927 – 1997), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957-1970 წლებში მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“ განყოფილების გამგედ, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად, 1971-1981 წლებში – გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორად, 1981 წლიდან კი – ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად. მისი პირველი ლექსები 1946 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და არაერთი პროზაული ნაწარმოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- ელენე ახვლედიანს
- ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
- ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
- ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
- სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
- ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
- ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
- რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
- რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
- თოვს, ქალბატონო! და ჩუმი თოვლი _
- ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
- წარმავალობა ამ წუთისოფლის
- უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
- იასამნების, იის, იელის
- თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
- თოვს, ქალბატონო! რა მშვენიერი
- თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!
- ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
- ამ სახლს, აივანს, დათოვლილ კრამიტს,
- ხოლო მე ცისფერ ნამქერში ვჩანდე
- სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.