ვაკელი იონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეგრელიძე იონა“ გადაიტანა გვერდზე „ვაკელი იონა“ გადამისამართ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Iona vakeli.PNG|thumb|იონა ვაკელი]] | [[ფაილი:Iona vakeli.PNG|thumb|იონა ვაკელი]] | ||
| − | '''ვაკელი იონა''' – (1900 – 1988), დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ვაკეში (ოზურგეთი). 1920 წელს | + | '''ვაკელი იონა''' – (1900 – 1988), დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ვაკეში ([[ოზურგეთი]]). 1920 წელს |
დაამთავრა [[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძის]] მიერ დაარსებული განათლების კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა | დაამთავრა [[შალვა ნუცუბიძე|შალვა ნუცუბიძის]] მიერ დაარსებული განათლების კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა | ||
ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი „გურია” 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „[[მხედარი (ჟურნალი)|მხედარში]]”, | ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი „გურია” 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „[[მხედარი (ჟურნალი)|მხედარში]]”, | ||
| ხაზი 36: | ხაზი 36: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:მეგრელიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 10:15, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ვაკელი იონა – (1900 – 1988), დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ვაკეში (ოზურგეთი). 1920 წელს დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი „გურია” 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში”, ლექსთა პირველი კრებული გამოსცა 1922 წელს, შემდეგ კრებულები: „შარავანდედი” (1923), „რა ცოტა გვყოფნის“ (1987).
იონა ვაკელმა ცნობილია, როგორც დრამატურგი, მისი პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“ დიდი წარმატებით სარგებლობდა და 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრშიც; მან თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები.
- თაობებს შორის
- თაობებს შორის უხილავი დაეშვა ფარდა
- და უკვე თვალებს ეფარება საღამოს ბინდი,
- მიდის და მიდის, ვისიც გვწამდა და ვინც გვიყვარდა,
- ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
- და რჩები ობლად, ახლობლებიც ვეღარ გშველიან,
- შემოიჭრება ცხოვრებაში ახალი მითი,
- მაინც მარტო ხარ, თუმცა სევდა კვლავ ნათელია,
- ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
- და ეთხოვები ძველ მეგობრებს,
- მათს გულს, მათს სახელს,
- თითქოსდა ჩუმად მდინარეზე ჩაგვიტყდა ხიდი,
- ვერ აგებინებ ახალბედებს გულის მწველ ნაღველს,
- ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
- მიდის და მიაქვს მწუხარებით სავსე თვალები,
- ალალ-მართალი სიკეთე თუ ცოდვებიც დიდი,
- მაგრამ შენ იმათ მაინც უფრო შეებრალები,
- ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
- მიდის ტკივილით... ახალი კი შემოსვლას ჩქარობს,
- ისიც წასულა, ვისაც ერთ დროს მეგობრად თვლიდი...
- და იწურება ასე უღვთოდ სიცოცხლის წყარო,
- ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!