მირიანაშვილი გურამ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირიანაშვილი გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ მირიანაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამ მირიანაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მირიანაშვილი გურამ“ გ...) |
15:31, 15 აგვისტო 2025-ის ვერსია
გურამ მირიანაშვილი – (7 ნოემბერი 1927, თბილისი, – თებერვალი 2000, იქვე), საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1981) არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების საპატიო წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი, მცხეთის საპატიო მოქალაქე, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, სოფიის საერთაშორისო ბიენალეს ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985), არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი (1991-1995), „საქქალაქმშენპროექტის“ გენერალური დირექტორი.
დაიბადა თბილისში 1927 წლის 7 ნოემბერს, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი „არქიტექტურის“ სპეციალობით 1949 წელს, იმავე წლიდან სხვადასხვა დროს იყო: რიგითი არქიტექტორი „თბილქალაქპროექტში“, ასისტენტი მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში, პროექტის მთავარი არქიტექტორი და შემდეგ განყოფილების გამგე „თბილმშენში“, მთავარი არქიტექტორი „საქქალაქმშენსახპროექტისა“, „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი, საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე.
1993-1996 წლებში საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.
1960 წელს მიენიჭა არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1993 წლიდან — პროფესორის წოდება. იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, იყო დელეგატი საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმებისა.
ძირითადი რეალიზაციები: ადმინისტრაციული შენობები თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე, პ. ინგოროყვას ქუჩაზე, საბურთალოს რაიონში, ხე-ტყის და ქაღალდის მრეწველობის სამინისტრო თბილისში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი თბილისში, ტურისტული სახლი „ოქროს ჩარდახი“ ქუთაისში, საქართველოს სსრ ჯანდაცვის IV სამმართველოს კლინიკური საავადმყოფო თბილისში, დაბა „ნია-გრუზინსკაია“ ბაიკალ-ამურსკის მაგისტრალზე, სასტუმრო სახლი შავი ზღვის სანაპიროზე და სხვა მრავალი.
საკონკურსო და არარეალიზებული პროექტები: საცხოვრებელი მიკრო-რაიონი დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებისათვის (დიდი დიღომი), თბილისის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი პარიზში, სპორტის სასახლე ზამთრის სახეობებისათვის თბილისში, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ტანჟერში, სასტუმრო „ინტურისტი“ სოხუმში და სხვ.
მემორიალები: რაფიელ ერისთავის ძეგლი თბილისში, გამარჯვების ძეგლი „პლაია ხირონზე“ (კუბა).
გ. მირიანაშვილი ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის, აგრეთვე სახელმძღვანელოსი — „სამოქალაქო შენობათა ინტერიერი“. მიღებული აქვს სამი საავტორო მოწმობა სეისმომედეგ მშენებლობაში.
გ. მირიანაშვილის შემოქმედებაზე მრავალი მასალაა გამოქვეყნებული. მათ შორის მნიშვნელოვანია მასალა ნ. ჯინჯოლიას წიგნში „აზროვნება სამი ფორმით“.
1985 წელს, თბილისში ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურისათვის, გურამ მირიანაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო
- ქართველი არქიტექტორები
- საბჭოთა არქიტექტორები
- საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურიატები
- სოფიის საერთაშორისო ბიენალეს ლაურიატები
- საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრები
- საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- მცხეთის საპატიო მოქალაქეები
- მირიანაშვილები