დავითაია ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვახტანგ დავითაია“ გადაიტანა გვერდზე „დავითაია ვახტანგ“ გადამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Davitaia mTawminda.png|thumb|140px|საგამოფენო დარბაზი „მთაწმინდა“, — არქიტექტორი ვახტანგ დავითაია]]
 
'''ვახტანგ დავითაია'''  – არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1994 წლიდან), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების ნამდვილი წევრი, რუსეთის არქიტექტურისა და სამშენებლო მეცნიერების აკადემიის საზღვარგარეთელი წევრი, აშშ არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მექსიკის ჯალისკოს შტატის არქიტექტურული კოლეჯის საპატიო პროფესორი, ქალაქ მანსიში (აშშ) ბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ქ. ფოთისა და ქ. მანსის საპატიო მოქალაქე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
 
11:31, 16 სექტემბერი 2025-ის ვერსია

საგამოფენო დარბაზი „მთაწმინდა“, — არქიტექტორი ვახტანგ დავითაია

ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1994 წლიდან), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების ნამდვილი წევრი, რუსეთის არქიტექტურისა და სამშენებლო მეცნიერების აკადემიის საზღვარგარეთელი წევრი, აშშ არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მექსიკის ჯალისკოს შტატის არქიტექტურული კოლეჯის საპატიო პროფესორი, ქალაქ მანსიში (აშშ) ბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ქ. ფოთისა და ქ. მანსის საპატიო მოქალაქე, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).

დაიბადა 1934 წლის 22 დეკემბერს სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი „არქიტექტურის“ სპეციალობით, 1958-1962 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“ არქიტექტორის თანამდებობაზე, 1962 წლიდან დღემდე მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, თავდაპირველად როგორც ასპირანტი, შემდეგ, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, ბოლოს — არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე, პარალელურად — ინსტიტუტის საპროექტო ბიუროსტუდიის ხელმძღვანელი.

1995 წელს ვახტანგ დავითაია არჩეული იქნა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარედ.

ვახტანგ დავითაიას რეალიზებული პროექტებიდან აღსანიშნავია: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში, სამხატვრო გალერეა ქ. სენაკში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, საცხოვრებელი სახლები ერთი ოჯახისათვის: ქუთაისში, საგარეჯოში, წყნეთში, ტაბახმელაში; მემორიალები: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევოჩერქეზეთში, დავით აღმაშენებლის ძეგლის არქიტექტურა ქუთაისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, გამარჯვების მონუმენტი გორში, შრომის დიდების მემორიალი ქუთაისში, „ხსოვნის ტაძარი“ — სოფელ მუხრანში, „ალგეთის ბაზილიკა“ სოფელ ტბისში, „ხსოვნის კუბი“ ქ. სენაკში და მრავალი სხვა.

ვახტანგ დავითაია 200-მდე პროექტისა და 70 სტატიის ავტორია. თვით მისი შემოქმედების შესახებ, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა თუ ევროპაში, 100-მდე სტატიაა გამოქვეყნებული; მისი რეალიზებული თუ არარეალიზებული პროექტების გამოფენები დიდ ინტერესს იწვევენ: მოსკოვში, რიგაში, კაუნასში, მინსკში, კიევში, ხარკოვში (ყოფილი სსრ კავშირი), დრეზდენში, ვაიმარში, ბერლინში (გერმანია), სოფიაში (ბულგარეთი), სერჟი-პონტუაზში (საფრანგეთი), მანსში, ატლანტაში, ოქსფორდში (აშშ), ბუენოს-აირესში (არგენტინა), ნარაში (იაპონია) და სხვაგან.

ვახტანგ დავითაია არაერთ საერთაშორისო ბიენალეს ლაურეატია, მათ შორის: სოფიის მსოფლიო არქიტექტურული ბიენალეს „ინტერარქ-83“-ისა და „ინტერარქ-84“-ის ლაურეატი, „წლის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის“ საკავშირო კონკურსის 1984, 1985, 1986, 1987 და 1990 წლების ლაურეატი („გრანდპრი“), თბილისის საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი.

1995 წელს, ვახტანგ ვლადიმერის ძე დავითაიას, საგამოფენო დარბაზ „მთაწმინდას“ 1993 წელს განხორციელებული პროექტისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები