პრუდონი პიერ ჟოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პიერ ჟოზეფ პრუდონი '''პიერ ჟოზეფ პრუდონი''' ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პრუდონი პიერ ჟოზეფ“ გადაიტანა გვერდზე „პიერ ჟოზეფ პრუდონი“)

16:01, 1 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

პიერ ჟოზეფ პრუდონი

პიერ ჟოზეფ პრუდონი − (ფრანგ. Pierre-Joseph Proudhon; დ. 15 იანვარი, 1809 — გ. 19 იანვარი, 1865), ფრანგი ანარქისტი, პოლიტიკოსი, ეკონომისტი, თვითნასწავლი მხატვარი.

სანამ 1847 წელს პარიზში დასახლდებოდა, ლიონში ცხოვრობდა და იქვე დაინტერესდა რადიკალური პოლიტიკური იდეებით. 1848 წელს, როგორც საკანონმდებლო ასამბლეის წევრმა, ღიად გაილაშქრა კონსტიტუციის მიღების წინააღმდეგ. მოგვიანებით, სამი წლით დააპატიმრეს და აქტიურ პოლიტიკაზე გულაცრუებულმა, ძირითადად თეორიული ნაშრომების წერას მიჰყო ხელი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ― „რა არის კერძო საკუთრება?“ (1840) ანარქიზმის უპირატესობის პირველი სისტემური დასაბუთების მცდელობაა და ავტორის აზრით, „კერძო საკუთრება მხოლოდ ნაქურდალია — სხვა არაფერი”. 1863 წელს დაწერილ „ფედერალურ პრინციპში“ პრუდონმა ოდნავ შეარბილა საკუთარი ანარქისტული რადიკალიზმი და „მინიმალური სახელმწიფოს“ არსებობის შესაძლებლობაც დაუშვა.



წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები