ბერიძე იამზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იამზე ბერიძე''' – ქართველი პოეტი, დაიბადა შუახევის რაიონის ს...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერიძე იამზე“ გადაიტანა გვერდზე „იამზე ბერიძე“)

16:41, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

იამზე ბერიძე – ქართველი პოეტი, დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ ტბეთში, 1973 წლის 19 თებერვალს.

1989 წელს დაამთავრა ტბეთის საშუალო სკოლა, 1996 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ტბეთის საშუალო სკოლის მხატვრული წრის ხელმძღვანელად, მასწავლებლად.

იამზე ბერიძის პირველი ლექსები 2005 წელს დაიბეჭდა, შუახევის რაიონული გაზეთის („ცისკარი“) ფურცლებზე. მისი ლექსები შეტანილია პოეტურ კრებულებში („მთის ყვავილები“ და „ლექსო არ დაიკარგები“).

გამოცემული აქვს დამოუკიდებელი კრებულები: „თეთრი გედი“ (2008), „თოვლის გუნდასავით“ (2013), „ლექსი ტოროლას რომ შევადარე" (2015). ჟურნალ „ჭოროხში“ გამოქვეყნებული აქვს ესე – „1918 წლის 21 მაისი ქართულ პოეზიაში, პროზასა და პუბლიცისტიკაში“.

2018 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები