დავითაძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავითაძე მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ დავითაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ დავითაძე“ გადაიტანა გვერდზე „დავითაძე მიხეილ“ გადამის...)

17:55, 6 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

მიხეილ დავითაძე – პროზაიკოსი. დაიბადა 1949 წლის 5 თებერვალს შუახევის რაიონში.

1966 წელს დაამთავრა დაბა შუახევის საშუალო სკოლა, 1971 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით.

წლების განმავლობაში მუშაობდა: შუახევის რაიონული გაზეთის („დროშა“) განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოდაგილედ და რაიონული მმართველობის ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამჟამად შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.

ავტორია წიგნებისა: „დროთა უსაზღვრო სრბოლაში“ (2008), „თვალების წამება“ (2009), „ოდოში“ (2010), „იდუმალი მნათობი (2011), „ცხოვრების დაღმართზე“ (2012), „ულმობელი ზვირთები„"“ (2013), „მლევანა მთვარე“ (2015), „უბედითი უკუნეთი“ (2016), „ქორი ხიხანზე“ (2018), „ლოგინის ქალი“ (2019).

2011 წელს მიენიჭა საპატიო შუახეველის წოდება. არის ღირსების მედალოსანი.

წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები