სურმანიძე ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სურმანიძე ჯემალ“ გადაიტანა გვერდზე „ჯემალ სურმანიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯემალ სურმანიძე“ გადაიტანა გვერდზე „სურმანიძე ჯემალ“ გადამის...)

15:50, 7 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

ჯემალ სურმანიძე – პოეტი, ჟურნალისტი, ესეისტი, დაიბადა 1958 წლის 17 ოქტომბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ურეხში. 1975 წელს დაასრულა ურეხის საშუალო სკოლა, 1983 წელს წარჩინებით – ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ისტორიის სპეციალობით), 1989 წელს – ქ. ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) უმაღლესი პოლიტიკური სკოლა მედიის განხრით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა – გამომცემლობა „აჭარის“ საწარმოო და საკომპიუტერო განყოფილებების გამგედ და რედაქტორად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორად, საქართველოს კულტურის ფონდის აჭარის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ა. რ. მინისტრთა საბჭოს მთავარ სპეციალისტად, აჭარის ტელევიზიის საავტორო გადაცემის წამყვანად, ჟურნალ „ჭოროხის“ სტილისტად; 2019 წლიდან ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლის“ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორია. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია 2013 წლიდან. არის საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების გამგეობის, პრემიების მიმნიჭებელი კომისიისა და ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამი წიგნის: „ხეების მისტერია“ (1994), „დაუთი“ (2010), „მიწის ვედრება“ (2015) ავტორი და ერთი წიგნის „ძოწისფერი გვირილები“ (1987) თანაავტორი.

მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები