ჯაიანი ეთერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეთერ ჯაიანი''' – ქართველი მედმუშაკი, პოეტი, დაიბადა 1941 წლის 19 ი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაიანი ეთერ“ გადაიტანა გვერდზე „ეთერ ჯაიანი“) |
13:29, 9 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ეთერ ჯაიანი – ქართველი მედმუშაკი, პოეტი, დაიბადა 1941 წლის 19 ივლისს, ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1958 წელს დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა, 1961 წელს – ბათუმის სამედიცინო სასწავლებელი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ღორჯომის სასოფლო საავადმყოფოს მედდად, ხიხაძირის საუბნო საავადმყოფოში საოპერაციო დად, ხულოს ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერ მედდად, შემდეგ ბიოქიმიის ლაბორატორიის ლაბორანტად. მინიჭებული აქვს „ჯანდაცვის ფრიადოსნის“ წოდება.
ავტორია პოეტური კრებულებისა: „მზე ხიხანზე“ (2018), „ხიხანო, ჩემო დედაო“ (2019).
წყარო
აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები [[კატეგორია:ქართველი პოეტები]