გორგილაძე მიხეილ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გორგილაძე მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ გორგილაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ გორგილაძე“ გადაიტანა გვერდზე „გორგილაძე მიხეილ“ გადამ...) |
11:22, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
მიხეილ გორგილაძე – (1924-2016), მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, 1924 წელს. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის №8 საშუალო სკოლა. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა).
პირველი მოთხრობა 1942 წელს დაბეჭდა, პირველი წიგნი („გულის ხმა“) – 1956 წელს. გამოცემული აქვს წიგნები: „ჭადრების საიდუმლო“ (რომანი, 1957), „პირველი სიყვარული“ (მოთხრობების კრებული, 1959), „სოფლის აღმართი“, „განაჩენი“ (მოთხრობები, 1969), „გულნარა“ (მოთხრობა, 1972), „განაჩენი“ (მოთხრობა, 1977), „ჭიდილი მთაში“ (მოთხრობა, 1983), „დაუნდობელი წუთისოფელი“ (რომანი, 1999), „მამულის სევდა“ (რომანი, 2003) და სხვ.
1962 წლიდან მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ წლების განმავლობაში იყო გაზეთ „კომუნისტის“ საკუთარი კორესპონდენტი. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.
იყო საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის – აჭარის ორგანიზაციის გამგეობის წევრი.