როყვა შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შოთა როყვა''' – (1927-1991), ქართველი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როყვა შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა როყვა“)

13:20, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

შოთა როყვა – (1927-1991), ქართველი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში. 1954 წელს დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა, 1958 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით). 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურული კურსები.

მწერალთა კავშირის წევრი გახდა 1957 წელს.

მისი პირველი ლექსები 1944 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“, რასაც მოჰყვა კრებულები პროზისა და პოეზიის სფეროში: „ლია, გელა და სხვები“ (1954), „მამის ღიმილი" (1960), „საქართველოს ეზოები“ (1967), „აიწონა-დაიწონა“ (1968), „ლაპარაკობს მოსკოვი“ (1972), „მამულის მამითადი“ (1974), „შთაგონება გზაზე“ (1977), „ფრთები“ (1981), „მწვანე მამული“ (1984), „პიესები“ (1988), „მარადონას ღიმილი“ და სხვ.

მწერლის დრამატურგია წარმოდგენილია პიესებით: „მინდვრის დედოფალი" (1962), „დედა“ (1966), „ლაპარაკობს მოსკოვი“ (1972), „მდინარის გაღმა ჩემი სოფელია“ (1975), „სიყვარული, როგორც ცისარტყელა“ (1977), „ნდობა“ (1979), „დონკიხოტებო, წინ!“ (1980) და სხვ.

გამოცემული აქვს სატირულ-იუმორისტული კრებულები: „აიწონა-დაიწონა“ და „სკლეროზი“.

შოთა როყვას ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე.

წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები