ქათამაძე ჯემალ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქათამაძე ჯემალ“ გადაიტანა გვერდზე „ჯემალ ქათამაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯემალ ქათამაძე“ გადაიტანა გვერდზე „ქათამაძე ჯემალ“ გადამისამ...) |
14:39, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ჯემალ ქათამაძე – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1933 წლის 3 აპრილს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათში.
1951 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის ეგნატე ნინოშვილის სახელობის №14 საშუალო სკოლა, 1954 წელს – სამხედრო საავიაციო-სამეთაურო სასწავლებელი. შემდეგ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამი კურსი (დაუსწრებელი განყოფილება).
ჯემალ ქათამაძის პირველი ლექსი დაიბეჭდა ალმანახ „ტალღა“-ში, 1954 წელს. ავტორია 15 წიგნისა. ესენია: „ზღვა და სიყვარული“ (ლექსები, 1963), „მხოლოდ გული“ (ლექსები, 1968), „ორი ქრიზანთემა“ (ლექსები, 1970), „ოცნების კონცხი“ (ლექსები, 1972), „სოფლის სიამაყე“ (ნარკვევი, 1976), „რაც მინატრია“ (ლექსები, 1978), „ტირიფი ქარში“ (ლექსები, 1980), „მშვიდი ზღვა“ (ლექსები, 1982), „რჩეული“ (ლექსები, 1983), „წითელი თოვლი“ (ლექსები, 1986), „ნდობის კაცი“ (დოკუმენტური მოთხრობა, 1988), „ღიმილი და ფიქრები დედისა“ (ნარკვევი, 1990), „შემოდგომის მოტივები“ (ლექსები, 1991), „მიიწურა შემოდგომა“ (ლექსები, 1993), „Обьяния“ (ლექსები, 1994, Советский писатель).
ჯემალ ქათამაძის ლექსები იბეჭდებოდა რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ბულგარულ ენებზე.
1971 წელს მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრად, 1990 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.
წლების განმავლობაში იყო საქართველოს კომპარტიის საქალაქო კომიტეტის პლენუმის წევრი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მეგობრობის გამგეობის წევრი, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი ინსტიტუტის პრორექტორი.
მუშაობდა უშიშროების დასასვენებელი სახლის ექსკურსიათმძღოლად (1957-1960), დასასვენებელ სახლ „შუქურას“ დირექტორის მოადგილედ (1960-1965), დასასვენებელ სახლ „ნიავის“ დირექტორის მოადგილედ (1965-1979), საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად და მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს რწმუნებულად (1975-1993).
იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში დამსახურებისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა და მედლებით. მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული პროპაგანდისტის საპატიო წოდება.
ჯემალ ქათამაძე გარდაიცვალა 1993 წლის 1 მარტს. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ციხისძირში.
პოეტის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილი აგარაკის ქუჩას (გააჩნია შესახვევი და ორი ჩიხი) მიეკუთვნა ჯემალ ქათამაძის სახელი.