არდვისურა ანაჰიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ირანული მითები]] | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქალღმერთები | + | [[კატეგორია:ირანული ქალღმერთები]] |
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:48, 29 ივნისი 2017 მდგომარეობით
არდვისურა ანაჰიტა – „უბიწო არდვი“, ირანულ (საშუალო სპარსულ) მითოლოგიაში წმიდა წყლებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც წარმოდგენილია მშვენიერი, ძლიერი, კეთილაღნაგი, დიდგვაროვანი, კეთილშობილი ქალწულის სახით. თავზე ოქროსგან გამოჭედილი და ვარსკვლავებით გაწყობილი გვირგვინი ახურავს, ოქროს საყურეები და ფარღული ამშვენებს. მისი სამყოფელი ვარსკვლავეთია, იგი მოგზაურობს ეტლით, რომელშიც ოთხი ცხენია შებმული, გზადაგზა ანადგურებს ავსულებს და ყველა მავნებელ არსებას. მას შესთხოვენ როგორც ბუნების, ისე ყველა ქმნილების ნაყოფიერებას; იგი მფარველობს თვალუწვდენელ საძოვრებზე მობალახე საქონელს.