აბულეთისძე ქირქაშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქირქაშ აბულეთის ძე''' - ამირსპასალარი 1155 წ. 1155 წ-ის გადატრიალ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულეთისძე ქირქაშ“ გადაიტანა გვერდზე „ქირქაშ აბულეთისძე“) |
00:14, 17 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ქირქაშ აბულეთის ძე - ამირსპასალარი 1155 წ. 1155 წ-ის გადატრიალების შემდეგ, დავით V დემეტრეს ძის ხანმოკლე მეფობაში ამირსპასალარობა ქირქაშ აბულეთისძეს მიუღია. ამ პირის შესახებ მცირეოდენი ცნობები შემონახულია სომეხ ისტორიკოს ვარდანთან. ქირქაშის მამა ივანე აბულეთისძე მამისაგან (აქ: დემეტრე I ) განდგომილი დავით უფლისწულის თანამზრახველი ყოფილა, რის გამოც იგი დემეტრეს ბრძანებით მოუკლავთ. ივანეს შვილი ქირქაში გაქცეულა, მაგრამ შეუპყრიათ და საპატიმროში დაუმწყვდევიათ. დავითმა ტახტზე ასვლისას გაათავისუფლა ქირქაში და ამირსპასალარობა უბოძა. 1156 წ., დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქირქაში სუმბატ და ივანე (II) ორბელებს მოუკლავთ.
წყაროები და ლიტერატურა
- დავლიანიძე 1968: 31;
- მესხია 1979: 17.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში