ფილოსოფოსის პორტრეტი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Filosofosis portreti.png|thumb| | + | [[ფაილი:Filosofosis portreti.png|thumb|120px|<small>ფილოსოფოსის პორტრეტი (ე.წ. სენეკა). ძვ.წ. III ს.</small>]] |
'''ფილოსოფოსის პორტრეტი''' − [[ელინიზმი]]ს ხანის შესანიშნავი [[პორტრეტი]], მამაკაცის [[ბრინჯაო]]ს ბიუსტი, რომელსაც პირობითად სენეკას პორტრეტს ეძახიან. | '''ფილოსოფოსის პორტრეტი''' − [[ელინიზმი]]ს ხანის შესანიშნავი [[პორტრეტი]], მამაკაცის [[ბრინჯაო]]ს ბიუსტი, რომელსაც პირობითად სენეკას პორტრეტს ეძახიან. | ||
14:27, 29 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ფილოსოფოსის პორტრეტი − ელინიზმის ხანის შესანიშნავი პორტრეტი, მამაკაცის ბრინჯაოს ბიუსტი, რომელსაც პირობითად სენეკას პორტრეტს ეძახიან.
ქანდაკებაში ხაზგასმულია პორტრეტირებულის ასაკი და მისი გარეგნული სახასიათო ნიშნები: კეხიანი ცხვირი, მკაფიოდ გამოკვეთილი ყვრიმალები, ჩაცვენილი ლოყები, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ღრმა ნაოჭები. სახე მეტად მეტყველია, მასში ფორიაქი, შფოთი, შეძრწუნება, შინაგანი მღელვარება და დაძაბულობა გამოსჭვივის. კლასიკის პერიოდის სახეებისაგან განსხვავებით, სიახლე ის გახლავთ, რომ ამ ნამუშევარში საკუთარ პიროვნულ განცდებში ჩაძირული ადამიანის შინაგანი სამყარო აღარაა ჰარმონიული და მშვიდი, არამედ დაძაბული და დრამატულიც კია. სენეკას სახეზე აღბეჭდილი ღრმა სულიერი კრიზისი არა მარტო ამ კონკრეტული ადამიანის, არამედ თითქოს მთელი ეპოქის საზოგადო ტენდენციასაც გამოხატავს. მაგრამ ელინიზმის კულტურა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რთული და წინააღმდეგობრივი ფენომენია და ზემოთ აღწერილ სკულპტურულ პორტრეტში წარმოჩენილი ტენდენცია მისი მხოლოდ ერთი წახნაგია.