გამოქვაბული
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
სხვადასხვა ტიპის გამოქვაბულისა და მღვიმის აღმნიშვნელ ტერმინებს ვხვდებით [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს [[ლექსიკონი ქართული - სიტყვის კონა|ლექსიკონში]], ხოლო დიდი ქართველი გეოგრაფის [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ნახსენებია საბა წმინდას, ხორხების, ხვამლის და სხვა გამოქვაბულები და მღვიმეები. მღვიმეებს თავის შრომაში „კოლხეთის ანუ სამეგრელოს აღწერილობაში“ იხსენიებს იტალიელი მისიონერი [[არქანჯელო ლამბერტი]]. | სხვადასხვა ტიპის გამოქვაბულისა და მღვიმის აღმნიშვნელ ტერმინებს ვხვდებით [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს [[ლექსიკონი ქართული - სიტყვის კონა|ლექსიკონში]], ხოლო დიდი ქართველი გეოგრაფის [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ნახსენებია საბა წმინდას, ხორხების, ხვამლის და სხვა გამოქვაბულები და მღვიმეები. მღვიმეებს თავის შრომაში „კოლხეთის ანუ სამეგრელოს აღწერილობაში“ იხსენიებს იტალიელი მისიონერი [[არქანჯელო ლამბერტი]]. | ||
| + | |||
მიმდინარე ცვლილება 13:17, 4 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
გამოქვაბული (ქვაბი) – თანამედროვე ქართული ტერმინი „გამოქვაბული“ წარმოდგება ძველი ქართული „ქვაბიდან“, რითაც აღინიშნებოდა კლდეში ადამიანის მიერ ნაკვეთი სიღრუე. გამოქვაბულების ანუ ქვაბების გამოკვეთა (გამოქვაბვა) საქართველოს ტერიტორიაზე პირველივე საუკუნეებიდანაა ცნობილი, თუმცა, უფლისციხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი დიდებული კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქის აღმშენებლებს (ანუ გამომქვაბულება) უდავოდ გარკვეული ტრადიცია უნდა ჰქონოდათ, ე. ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე კლდეში გამოკვეთის ხელოვნება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
შემდგომ საუკუნეებში გამოქვაბულების კვეთა განპირობებული იყო ომებიანი ისტორიით. ჩვენი შორეული წინაპრები იძულებულნი იყვნენ მიუდგომელ კლდეთა ქარაფებში ეკვეთათ ციხე-ქალაქები, გამოქვაბული-სახიზრები, სამზერები, მონასტრებიც კი. „და თუ დღეს ათასობით ტურისტი გაოცებული ათვალიერებს დიდებულ უფლისციხეს, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქს, სადაც II საუკუნეში თეატრიც კი გამოუკვეთიათ ნიჭიერ უცნობ ხუროებს, ან საქვეყნოდ სახელგანთქმულ ვარძიის გამოქვაბულ სამონასტრო კომპლექსს. რომელმაც თამარ მეფის ფრესკაც კი შემოუნახა შთამომავლობას, ან კიდევ თეკნელას, გელსუნდას, რკონს, დავით გარეჯს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენს, ისინი გონების თვალით ხედავენ ერას თავდადებულ შვილებს, უკვდავებაში გარდასულ უცნობ ხუროთმოძღვრებს, ხედავენ ქართველი ერისა და მისი ხელოვნების ისტორიის ფურცლებს.
მღვიმეების ანუ „ქვაბების“ შესახებ ცნობებს გვაწვდის XI საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეს ეფრემ მცირე რომელმაც მღვიმეები („ქვაბები“) მოიხსენია თავის ნაშრომში: „.… რჩეულთა შორის საწამებლად მართლმადიდებლობასა შინა განთქმულებისა წმიდანი ტაძარნი წმიდათა შინა ადგილთა. ადგილი თხემისაჲ და ქუაბი ბეთლემისაჲ ქუაბითურთ საბა წმიდისაჲთ და თორნით სჳიმონ წმიდისაჲთ“. ეფრემ მცირეს ნაშრომში მოხსენებული გამოქვაბულები თუ მღვიმეები დღესაც იმავე სახელწოდებებით არსებობენ.
„ქვაბები“ ნახსენებია აგრეთვე ჯუანშერ ჯუანშერიანის ნაშრომში „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ და ანონიმური ავტორის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომლებიც XI-XII საუკუნით თარიღდებიან (იხ.„ქართლის ცხოვრება“). სხვა მრავალთა შორის მათში ნახსენებია ცნობილი ხვანლის მიუვალი გამოქვაბული.
დიდი შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ „ქვაბი“ ორ ათეულზე მეტ ტაეპშია ნახსენები და მთავარ გმირთა მოქმედების ასპარეზიც ხშირად გამოქვაბულია.
სხვადასხვა ტიპის გამოქვაბულისა და მღვიმის აღმნიშვნელ ტერმინებს ვხვდებით სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, ხოლო დიდი ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ნახსენებია საბა წმინდას, ხორხების, ხვამლის და სხვა გამოქვაბულები და მღვიმეები. მღვიმეებს თავის შრომაში „კოლხეთის ანუ სამეგრელოს აღწერილობაში“ იხსენიებს იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი.