ვარუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ინდური მითები]] | [[კატეგორია:ინდური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ინდური ინდური ღვთებანი]] | ||
13:52, 29 ივნისი 2017-ის ვერსია
ვარუნა – (ინდ.) ოკეანის ღმერთი, ადიტის ძე, რომელსაც სამფლობელო ოკეანეში აქვს. უპირისპირდება, არა მტრულად, თავის ძმას მიტრას, რომელიც ცეცხლის ბუნებისაა. ვარუნა იტაცებს ბრძენკაცის უტათჰიას ცოლს და ჩაიყვანს თავის სასახლეში ოკეანის ფსკერზე. შეურაცხყოფილი ქმარი ბრძენ ნარადას მიუგზავნის, მაგრამ ამაოდ: ვარუნა ყურად არ იღებს მის თხოვნას. ბოლოს, უტათჰია მდინარის ღმერთს სარასვატის მიმართავს, არ გაუშვას თავისი წყალი ოკეანეში, თავად კი შელოცვის ძალით დაშრეტამდე მიჰყავს ოკეანე. ვარუნა იძულებული შეიქნა, დაებრუნებინა ქმრისთვის ცოლი.