თეთრი ნაბადა სოკო
(ახალი გვერდი: '''თეთრი ნაბადა სოკო''' – (ლათ. Lactarlus pubescens Fr.), საჭმელი სოკო. 4-9 სმ სიგა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თეთრი ნაბადა სოკო''' – (ლათ. | + | [[ფაილი:Tetri nabada soko.png|thumb|თეთრი ნაბადა სოკო]] |
| + | '''თეთრი ნაბადა სოკო''' – (ლათ. Lactarius pubescens Fr.), საჭმელი სოკო. | ||
4-9 სმ სიგანის ქუდი ბრტყელია, ცენტრში ოდნავ დახრილი, ქვემოთ გადაგრეხილ ბუსუსებიანი კიდეებით, მშრალი, იშვიათად ლორწოვანი, ბუსუსებიან-აბრეშუმისებრი, თეთრი, კონცენტრიულ წრეებს მოკლებული, ღია-ყვითელ-მოთეთრო, ცენტრში მოვარდისფრო-მოჩალისფრო. ახასიათებს ნემსიწვერას (გერანის) სუნი. ფირფიტები მოთეთრო ან მოყვითალოა, ფეხზე შეზრდილი ან ოდნავ მასზე დაღმავალი, ხშირი, ვიწრო, ღია ჩალისფერი, თეთრი ან მოვარდისფრო. | 4-9 სმ სიგანის ქუდი ბრტყელია, ცენტრში ოდნავ დახრილი, ქვემოთ გადაგრეხილ ბუსუსებიანი კიდეებით, მშრალი, იშვიათად ლორწოვანი, ბუსუსებიან-აბრეშუმისებრი, თეთრი, კონცენტრიულ წრეებს მოკლებული, ღია-ყვითელ-მოთეთრო, ცენტრში მოვარდისფრო-მოჩალისფრო. ახასიათებს ნემსიწვერას (გერანის) სუნი. ფირფიტები მოთეთრო ან მოყვითალოა, ფეხზე შეზრდილი ან ოდნავ მასზე დაღმავალი, ხშირი, ვიწრო, ღია ჩალისფერი, თეთრი ან მოვარდისფრო. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:03, 17 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
თეთრი ნაბადა სოკო – (ლათ. Lactarius pubescens Fr.), საჭმელი სოკო.
4-9 სმ სიგანის ქუდი ბრტყელია, ცენტრში ოდნავ დახრილი, ქვემოთ გადაგრეხილ ბუსუსებიანი კიდეებით, მშრალი, იშვიათად ლორწოვანი, ბუსუსებიან-აბრეშუმისებრი, თეთრი, კონცენტრიულ წრეებს მოკლებული, ღია-ყვითელ-მოთეთრო, ცენტრში მოვარდისფრო-მოჩალისფრო. ახასიათებს ნემსიწვერას (გერანის) სუნი. ფირფიტები მოთეთრო ან მოყვითალოა, ფეხზე შეზრდილი ან ოდნავ მასზე დაღმავალი, ხშირი, ვიწრო, ღია ჩალისფერი, თეთრი ან მოვარდისფრო.
1,5-2 სმ სიმსხოსა და 2–4 სმ სიმაღლის ღრუ ფეხი ცილინდრულია, წვრილბუსუსიანი ან შიშველი, თეთრი ან ღია ჩალისფერ-მოვარდისფრო, ლაქებიანი.
რბილობი თეთრია. კანის ქვეშ მოვარდისფრო. სოკოს წვენი თეთრი და ცხარე. რბილობი და წვენი ჰაერზე ფერს არ იცვლის. სპორები უფერულია, მათი ფხვნილი კი ყვითელია. იზრდება ზაფხულ-შემოდგომაზე არყნარებსა და არყშერეულ ტყის კორომებში, უფრო მეტად ნესტიან ადგილებში. საჭმელი სოკოა, მაგრამ ბევრი სოკოს მოყვარული მას არ იყენებს. ბ. ალექსანდროვსკი (1966) სამართლიანად აღნიშნავს რომ ბევრი ნაბადა სოკოს მცირეფასოვან სოკოდ თვლის. გვხვდება ძალიან უხვად. გემრიელია დამწნილებული, დამწნილების წინ მდუღარე წყლით უნდა მოითუთქოს და ცხელ წყალში 30 წუთი დარჩეს.